გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ქუთაისქალაქობა აღინიშნება.

ქალაქის ცენტრში მთელი დღის მანძილზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, შეხვედრები, ფორუმები, პრეზენტაციები, საბავშვო და სპორტული აქტივობები, კონცერტები. აირჩევენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს.

მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ქუთაისში გვირილობა ანუ ქუთაისობა ყოველწლიურად 2 მაისს იმართება. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის მოხალისეობასთან, ქველმოქმედებასთან არის დაკავშირებული. გადმოცემის მიხედვით, “გვირილობა” გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა. გიმნაზიელი გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება. 2 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გილოცავთ-ორმაისობას-ქუთ/

  "პირველ რიგში ბოდიშს გიხდით მეგობრებო!!!! ცოტახანს უნდა გაგვიძლოთ შვილმოკლულ მშობლებს!! ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში!!! ღმერთს ვთხოვ რომ შემახვედროს მეც სამართალი!!!!" -  ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi