ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოChatGPT-ს მცდარი რჩევის გამო, ამერიკაში 60 წლის კაცს ფსიქოზი დაეწყო - iflscience

ChatGPT-ს მცდარი რჩევის გამო, ამერიკაში 60 წლის კაცს ფსიქოზი დაეწყო – iflscience

დღეს ადამიანები სამედიცინო ენციკლოპედიების წაკითხვისა და ექიმთან ვიზიტის ნაცვლად ხშირად ChatGPT მივმართავთ. ამან ზოგ შემთხვევაში გაამართლა, თუმცა ცოტა ხნის წინ უარყოფითი შემთხვევა დაფიქსირდა. ვაშინგტონის შტატში მცხოვრებმა ჯანმრთელმა კაცმა ხელოვნური ინტელექტის რჩევის შედეგად თავი მოიწამლა.

“ამ 60 წლის კაცს წარსულში ფსიქიატრიული ან სხვა სამედიცინო ისტორია არ ჰქონია. ის სასწრაფო დახმარების დაწესებულებაში შეშფოთებული მივიდა, რადგან ეგონა, რომ მეზობელი წამლავდა”, — წერენ კვლევის ავტორები — “ფიზიკურმა გამოკვლევებმა საეჭვო არაფერი აჩვენა. მიუხედავად ამისა, როცა კაცს მოსწყურდა, ექიმების მიერ შეთავაზებული წყლის მიმართ პარანოია გამოამჟღავნა”.

რაც უფრო დიდხანს რჩებოდა კაცი საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მით უფრო ნათელი ხდებოდა.

“პირველი 24 საათის განმავლობაში მას პარანოია გაუმძაფრდა. კაცს, ასევე, სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები ჰქონდა”, — აღნიშნავენ მკვლევრები — “მას შემდეგ, რაც პაციენტმა გაქცევა სცადა, იგი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოათავსეს”.

დელირიუმისა და ჰალუცინაციების გამოწვევა ძლიერ გაუწყლოებასაც შეუძლია, თუმცა ექიმებმა მალე აღმოაჩინეს, რომ კაცის პრობლემები უფრო სერიოზული იყო. შიდავენური გადასხმებითა და ელექტროლიტებით მკურნალობის შემდეგ გაირკვა, რომ მას მხოლოდ წყლის შიში არ ჰქონდა.

“პაციენტმა უკიდურესად შეზღუდული ვეგეტარიანული დიეტა აღწერა”, — წერენ ექიმები, — “და რამდენიმე მიკროსაკვების დეფიციტი აღმოაჩნდა, მათ შორის ფოლატის, C და B12ვიტამინების”.

შემდგომმა საუბრებმა კიდევ უფრო მეტი სიმპტომი გამოამჟღავნა. კაცს კანის პრობლემებიც ჰქონდა: ახალი გამონაყარი და ანგიომები; ის დაღლილობითა და უძილობით იტანჯებოდა; ასევე, პაციენტს ატაქსიაც აწუხებდა, რაც ბალანსის დაკარგვაში ან ლაპარაკისა და ყლაპვის გაძნელებაში გამოიხატება.

“პაციენტმა განაცხადა, რომ ნატრიუმის ქლორიდის, ანუ სუფრის მარილის, უარყოფითი ეფექტების შესახებ წაიკითხა. ამის გამო მან გადაწყვიტა, პირადი ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ქლორიდი კვებიდან ამოეღო”, — ნათქვამია კვლევაში.

ზუსტად აქ წარმოიშვა პრობლემა. ექიმის განმარტებით, კაცმა ქლორიდი ნატრიუმის ბრომიდით ჩაანაცვლა.

“ეს გადაწყვეტილება მან ChatGPT-თან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ხელოვნურმა ინტელექტმა მას უთხრა, რომ ქლორიდის ჩანაცვლება ბრომიდით შეიძლება”, — ამბობს მეცნიერი.

  მოქნილობა და კუნთის სიგრძე- პროფესორი გიორგი ფხაკაძის ახალი კვლევა

ქლორიდის ბრომიდით შეცვლა საცურაო აუზის დეზინფექციისთვის შეიძლება, კვებაში კი მისი გამოყენება დაუშვებელია.

“ქლორიდი სხეულის ბევრი ფუნქციისთვის აუცილებელი მინერალია”, — განმარტავს ევროპის სურსათის ინფორმაციის საბჭო — “ის ჩვენს ორგანიზმს შედარებით დიდი რაოდენობით სჭირდება. გარდა ამისა, ნატრიუმის ქლორიდი ბევრ საკვებში ბუნებრივად გვხვდება”.

ბრომიდი მომწამლავია. მედიკამენტებში მისი გამოყენება 1975 წელს აიკრძალა. ის გულისრევას, მადის დაკარგვას, კანის პრობლემებსა და ფსიქიატრიულ დარღვევებს იწვევს. XX საუკუნის დასაწყისში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული ყოველი 12 შემთხვევიდან ერთის მიზეზი ზუსტად ბრომიდი იყო.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

პაციენტის ორგანიზმში ბრომიდის დონე 1700 მგ/ლ აღმოჩნდა. ეს რაოდენობა ადამიანისთვის დასაშვებზე 233-ჯერ მეტია. შესაბამისად, მისი ფსიქიკური პრობლემები სწორედ ამ ელემენტით იყო გამოწვეული. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ კაცმა მომწამლავი მარილის მოხმარება შეწყვიტა. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა.

“ეს ცხადყოფს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) შეიძლება არასასურველი სამედიცინო შედეგები გამოიწვიოს. ზუსტად არ ვიცით, კაცსა და ChatGPT-ს შორის საუბარი როგორ წარიმართა. მიუხედავად ამისა, როცა ვკითხეთ, რით შეიძლება ქლორიდი ჩანაცვლდეს, მან ბრომიდი გვირჩია”, — ადასტურებენ მეცნიერები — “AI-ს პასუხში ეწერა, რომ კონტექსტს გააჩნია. მიუხედავად ამისა, კონკრეტულ სამედიცინო გაფრთხილებას არ შეიცავდა. არც კი უკითხავს, რატომ გვაინტერესებდა ეს”.

მეცნიერები გვირჩევენ, რომ ChatGPT-სა და მის ანალოგ ჩატბოტებს სამედიცინო რჩევა არ ვთხოვოთ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.