სასტიკად მოკლული მასწავლებლის საქმე – „ჩემთვის 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის. ისინი ციხეში უნდა ამოვალპო“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე: „მან გააჟღერა ბევრი არასწორი ინფორმაცია - ტყუილია ეგ ყველაფერი. სულ არ მცალია ახლა მე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის. სამყარო ჩამოქცეული მაქვს. გიჟური გამოხტომები და პოლიტიკურ რელსებზე გადაყვანა არის სრული აბსურდი“

„ჩემთვის 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის. ისინი ციხეში უნდა ამოვალპო. ჯგუფურად მოკლეს, შეთანხმებით!  – გაიგეთ, ხალხო?!“ – ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის დედამ TV პირველთან განაცხადა.

„მე გიგა მომიკლეს. თუ დაიჭერენ სამივეს, ოჯახებისთვის უკეთესი იქნება, ცოცხლად მაინც ეყოლებათ თავინათი შვილები“ – ამბობს გიგას დედა.

24 ოქტიმბერს კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, 26 წლის გიგა ავალიანი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, თბილისში, თემქაზე ჩაუსაფრდნენ, სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

მასწავლებელი რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ.

დაუდასტურებელი ინფომაციით, სისხლიან დაპირისპირებაში 4 პირი იღებდა მონაწილეობას, ერთ-ერთი მათგანი კი არასრულწელოვანი გოგოა. დაპირისპირების მიზეზად, არსებული ინფორმაციით, ეჭვიანობა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მძიმე დანაშაულის ბრალდებით, ერთი პირი, 17 წლის ბიჭია დაკავებული. გარდაცვლილის ოჯახი დაპირისპირებაში მონაწულე ყველა პირის გამოვლენას და დასჯას ითხოვს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სასტიკად მოკლული მასწავლებლის საქმე – „ჩემთვის 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის. ისინი ციხეში უნდა ამოვალპო“. 28 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სასტიკად-მოკლული-მასწავლ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi