ავსტრალიაში 800 ათასზე მეტი ფუტკარი მოიპარეს – მსგავსი ტიპის ქურდობა სპეციალურ მომზადებასა და შესაბამის აღჭურვილობას მოითხოვს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ავსტრალიაში 800 ათასზე მეტი ფუტკარი მოიპარეს - მსგავსი ტიპის ქურდობა სპეციალურ მომზადებასა და შესაბამის აღჭურვილობას მოითხოვს

მეფუტკრე ტომ ბიდნერის განცხადებით, სამი სხვადასხვა მფლობელისგან ფუტკრის 44 ოჯახი გაიტაცეს. თითოეულ სკაში, სულ მცირე, 20 ათასი ფუტკარი იმყოფებოდა.

„ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. ძალიან ბევრი სკა გვაქვს შესამოწმებელი. ახლა საფუტკრეებს ვუვლით და ვითარებას ადგილზე ვამოწმებთ“, – აღნიშნა მან.

ქურდებს თავად სკები კი არა, მხოლოდ ყუთები და ჩარჩოები მიაქვთ. მსგავსი ტიპის ქურდობა სპეციალურ მომზადებასა და შესაბამის აღჭურვილობას მოითხოვს.

„ისინი მოდიან სატვირთო ავტომობილით, რომელიც სპეციალური ტექნიკითაა აღჭურვილი, ჩვენი ჩარჩოები გადააქვთ თავიანთ ყუთებში… შემდეგ კი სკებს ისევ პირვანდელ მდგომარეობაში აწყობენ, რათა ფერმერები ვერ მიხვდნენ, რომ ადგილზე ვინმე იმყოფებოდა“, – განმარტა ბიდნერმა.

მისივე თქმით, ქურდებს თაფლი არ წაუღიათ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს რეგიონში ფუტკრების ქურდობის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ავსტრალიაში 800 ათასზე მეტი ფუტკარი მოიპარეს – მსგავსი ტიპის ქურდობა სპეციალურ მომზადებასა და შესაბამის აღჭურვილობას მოითხოვს. 23 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ავსტრალიაში-800-ათასზე-მეტი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi