ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში დაარტყეს სპეცდანიშნულების ძალების, „ალ-ყუდსის“ ცენტრებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ისრაელის არმიამ დღეს, 16 ივნისს გამოაცხადა, რომ თეირანში დაარტყეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების ძალების, „ალ-ყუდსის“ სამეთაურო ცენტრებს.

ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახურის თანახმად, საუბარია ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე განსაზღვრულ ათ სამიზნეზე.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ამ ცენტრებში ისრაელის საწინააღმდეგო ტერაქტები იგეგმებოდა ახლო აღმოსავლეთში ირანის რეჟიმის შუამავლების ჩართულობით. დარტყმის შედეგები უცნობია.

„ალ-ყუდსის“ დანიშნულება ირანის საზღვრებს გარეთ სპეციალური ოპერაციების ჩატარებაა.

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.

პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში დაარტყეს სპეცდანიშნულების ძალების, „ალ-ყუდსის“ ცენტრებს. 16 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ისრაელის-არმიის-ცნობით-თ/

  საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მყოფ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე უმასპინძლეს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi