გგონია, რომ ხელოვნების კარგი მცოდნე ხარ? ეს კროსვორდი სწორედ შენთვისაა შექმნილი.
მსოფლიო ფერწერის ისტორიაში ათასობით გამორჩეული ნამუშევარია, რომელთა სახელებიც ხშირად ენაზე გვიტრიალებს, მაგრამ ზუსტად ვერ გვახსოვს. ლეონარდო და ვინჩი, სალვადორ დალი, ვინსენტ ვან გოგი, ფრიდა კალო — ეს მხოლოდ რამდენიმე გენიოსია იმ გრძელი სიისა, რომელთა შედევრებმა კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობა შეავსეს.
წინამდებარე კროსვორდი სწორედ ამ მხრივ გაამოწმებს შენს ცოდნას: თითოეულ მინიშნებაში ცნობილი ნახატის სახელია მოცემული, ოღონდ ერთი სიტყვა გამოტოვებულია. შენი ამოცანაა — გამოტოვებული სიტყვა სწორად შეავსო.
კროსვორდთან მუშაობა მარტივია: პასუხის ჩაწერა შეგიძლია პირდაპირ მინიშნების ველში ან შესაბამის უჯრებზე დაკლიკვით. სისტემა მაშინვე გიჩვენებს შედეგს — სწორი პასუხი მწვანედ გამოჩნდება, არასწორი კი წითლად. კროსვორდის სრულად შევსების შემთხვევაში განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტიც გელოდება.
თუ ამ კროსვორდი მოგეწონა, ჩვენს სხვა ვიქტორინებსაც გაეცანი: შეგიძლია სცადო გამოიცნო მხატვარი ნახატის სახელით, ან გაარკვიო რომელი ქვეყანა რომელ მხატვართანაა დაკავშირებული. კულტურისა და ხელოვნების სამყარო გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
Sheni Ambebi News
წყარო: on.ge

