ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამეუფე შიო„როდესაც ადამიანი უხვად მიიღებს ამ მადლს, მაშინ მართლაც მოედინებიან მისი წიაღიდან...

მეუფე შიო„როდესაც ადამიანი უხვად მიიღებს ამ მადლს, მაშინ მართლაც მოედინებიან მისი წიაღიდან სიცოცხლის წყლის მდინარეები. ეს მადლი არ იმალება, ფუჭი არ არის და არ იკარგება, ეს აუცილებლად ჩანს, ვლინდება ადამიანის ღვაწლში, მის საუბარში, მის მეტყველებაში, სიბრძნეში, სიყვარულში, ჭეშმარიტ სიტყვებში, მის გარეგნობაშიც, მის ყველა მოძრაობაში. რატომ? იმიტომ, რომ ის გახდა ამ მადლის მატარებელი“

„წმინდა გიორგიმ დაითმინა გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ… სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიმართლისა და სიკეთის გამარჯვებისა, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა!

მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. მინდა, ვთხოვო ყოველ თქვენგანს, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი, გადაწყვეტილება…“ მეუფე შიომ ამის შესახებ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებული წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

 საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

 სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

 ქრისტე აღდგა!

 ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!

 წელს ეს დღე დაემთხვა ასევე ზატიკის განზოგების დღესასწაულს. „განზოგება“ ნიშნავს „ნახევარს“, უფრო სწორად – „განახევრებას“. ეს არის აღდგომიდან სულთმოფენობამდე ორმოცდაათდღიანი სადღესასწაულო პერიოდის ზუსტად შუა მონაკვეთი. ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნებოდა ეკლესიაში, ამ დღისთვის საგალობლებს და ლოცვებს წერდნენ ჯერ კიდევ წმინდა ანდრია კრეტელი, იოანე დამასკელი და სხვა ცნობილი მოღვაწეები და ჰიმნოგრაფები.

 ამ დღესთან დაკავშირებით სახარებაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს საუბარი კარვობის დღესასწაულზე იერუსალიმის ტაძარში. ეს ვრცელი საუბარია და იქ ერთ ადგილას იგი ამბობს ასეთ სიტყვებს: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას; და ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“ (ინ. 7, 37-38). ასეთი საოცარი სიტყვებია!

 საოცარი არის ასევე ის, რომ დაახლოებით მსგავსი სიტყვები სულიწმინდის მადლით წარმოთქვა წინასწარმეტყველმა ისაიამ ქრისტეს განკაცებამდე 700 წლით ადრე. ის ამბობს: „ჰოი, მწყურვალნო, ყველანი მიდით წყალთან. ვერცხლის უქონელნო, მიდით და უსასყიდლოდ იყიდეთ“ (ეს. 55, 1). იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „სიხარულით ამოხაპეთ წყალი სიცოცხლის წყაროდან“ (ეს. 12, 3).

 ნახეთ, როგორ ჰგავს ეს სიტყვები უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს. ე. ი. წინასწარმეტყველიც მოგვიწოდებს, რომ დავეწაფოთ ამ სიცოცხლის წყალს, ოღონდაც კი უარი არ ვთქვათ მასზე.

 რა საოცარი სიტყვებია! თუკი 700 წლით ადრეც აუწყა ეს სიტყვები წინასწარმეტყველმა სულიწმინდის მადლით მსოფლიოს, ეს სიტყვები ჩვენც უნდა გვახსოვდეს და ჩავიბეჭდოთ ჩვენს გულში, რომ ვადიდოთ უფალი იმ სიტყვებით, რომლებიც წარმოთქმული იყო დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში: „ჰოი, ქრისტე ღმერთო, წყაროო ჩვენისა ცხორებისაო, დიდება შენდა“.

 ვის გულისხმობს უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში, როცა ამბობს: „ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“? – ის გულისხმობს მორწმუნეებს, ვისაც მთელი გულით სწამს მისი და უყვარს იგი; ხოლო „ცოცხალი წყალი“ რას ნიშნავს? – ეს არის სულიწმინდის მადლი, რომელიც მოქმედებს ეკლესიაში. ამ მადლს უფალი იძლევა, თუ ადამიანი ითხოვს ამას, თუ მთელი გულით ცხოვრობს ამისთვის და დიდი მოწიწებით უფრთხილდება მას, როცა მიიღებს.

 როდესაც ადამიანი უხვად მიიღებს ამ მადლს, მაშინ მართლაც მოედინებიან მისი წიაღიდან სიცოცხლის წყლის მდინარეები. ეს მადლი არ იმალება, ფუჭი არ არის და არ იკარგება, ეს აუცილებლად ჩანს, ვლინდება ადამიანის ღვაწლში, მის საუბარში, მის მეტყველებაში, სიბრძნეში, სიყვარულში, ჭეშმარიტ სიტყვებში, მის გარეგნობაშიც, მის ყველა მოძრაობაში. რატომ? იმიტომ, რომ ის გახდა ამ მადლის მატარებელი.

 ეს დასტურდება ქრისტიანული ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში, ჩვენი ეკლესიის წმინდანების ღვაწლით, მათი სიტყვებით, მათი თხზულებებით, ყველგან ჩანს ეს მადლი. მათ შორის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულნი იყვნენ წმინდა მოწამეები. მოწამეებს შორის კი განსაკუთრებულნი არიან დიდი მოწამეები. მათ შორის წმინდა დიდმოწამე გიორგი არის ჩვენი საყვარელი წმინდანი, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის მფარველი. შეგვეწიოს მისი ლოცვა და მადლი!

 რატომ ეწოდება მას „დიდი მოწამე“? იმიტომ, რომ მან დაითმინა გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ მისი წამებით, მისი ამ მადლით, მისი სასწაულებით, შემდგომ რომ აღასრულა მან, უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოვიდა უფალთან. ამიტომ ეწოდება მას „დიდი მოწამე“.

 თქვენ იცით, რომ ის იყო მეომარი, მხედარი, რომელმაც დაამარცხა ყველაზე საშინელი ძალა – ეშმაკის ძალა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ადამიანური ძალებით იგი ამას ვერ იზამდა. სწორედ უფალმა აღჭურვა იგი სულიწმინდის ისეთი მადლით, რომელზეც საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომელმაც შეაძლებინა წმინდა გიორგის ამ ბოროტების დამარცხება, იგი სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიმართლისა და სიკეთის გამარჯვებისა, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა!

 კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო გიორგობას, წმინდა დიდმოწამე გიორგიმ დაგლოცოთ, მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა – საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი!

 თქვენ იცით, რომ მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი, გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, წმინდა გიორგის ვევედროთ და შეგვეწიოს მისი მადლი.

 კიდევ ერთხელ, წმინდა გიორგი შეგვეწიოს ყველას, წმინდა გიორგი შეეწიოს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სულს და დაგვლოცოს ყოველი ჩვენგანი. ამინ!

 ქრისტე აღდგა!

 გაიხარეთ!

 ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი
 6 მაისი, 2026 წელი

 ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

  სამგზავრო ბარათების გათამაშების შესახებ ინფორმაცია არასწორია - სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს აფრთხილებს

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.