ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაპატრიარქობის კანდიდატი, მიტროპოლიტი გრიგოლი ეკლესიის განვითარების თაობაზე პროგრამას აქვეყნებს - „თავს...

პატრიარქობის კანდიდატი, მიტროპოლიტი გრიგოლი ეკლესიის განვითარების თაობაზე პროგრამას აქვეყნებს – „თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, რო­გორც სამ­თა­გან ერთ-ერ­თმა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქო­ბის კან­დი­დატ­მა, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნო ჩემი ხედ­ვე­ბი ეკ­ლე­სი­ა­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე“

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქო­ბის კან­დი­და­ტი, ფო­თი­სა და ხო­ბის ეპის­კო­პო­სი, მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გოლ ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი პროგ­რა­მუ­ლი ხედ­ვის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პებს აქ­ვეყ­ნებს.

მიტ­რო­პო­ლიტ გრი­გო­ლის წე­რილს, რო­მე­ლიც ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქი­ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

“გარ­და­მო­ი­ხი­ლე ზე­ცით ღმერ­თო და იხი­ლე, და მო­ხე­დე ვე­ნახ­სა ამას, და გა­ნამ­ტკი­ცე ესე, რო­მელ და­ას­ხა მარ­ჯვე­ნე­მან შენ­მან“

ძვირ­ფა­სო ძმა­ნო და დანო, დე­და­ნო და მა­მა­ნო, დედა ეკ­ლე­სი­ი­სა და ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე, ჩვენ­თა დი­დე­ბულ­თა წი­ნა­პარ­თა, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთა და მა­მამ­თა­ვარ­თა წი­ნა­შე, ქედს ვიხ­რი სიმ­დაბ­ლი­თა და მორ­ჩი­ლე­ბით, და მოგ­მარ­თავთ ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლით.

წმი­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის მო­ცი­ქუ­ლებ­რი­ვი ღვაწ­ლის შე­დე­გად, უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტეს მა­რა­დი­ულ­მა სი­ტყვამ პირ­ვე­ლი­ვე სა­უ­კუ­ნე­ში შე­მო­აღ­წია ქარ­თველ­თა შო­რის და მის გულ­ში ჰპო­ვა და­საყ­რდე­ნი, ხოლო IV სა­უ­კუ­ნე­ში, კა­პა­დო­კი­ე­ლი ქალ­წუ­ლი ნი­ნოს ქარ­თლში მობ­რძა­ნე­ბით და ღვთის სი­ტყვის და­უ­ცხრო­მე­ლი ქა­და­გე­ბით, ზე­გარ­და­მო მად­ლმა მო­იც­ვა მეფე მი­რი­ა­ნი: თხო­თის მთა­ზე აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლის შემ­დეგ, მცხე­თის უწ­მი­დეს ემ­ბაზ­ში ნა­თელ იღო მე­ფის ოჯახ­მა, სა­მე­ფო კარ­მა და ერის დი­დე­ბუ­ლებ­მა, რი­თაც სა­თა­ვე და­ე­დო ქრის­ტეს სჯულ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას.

ამ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 1700 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სის­ხლხორ­ცე­უ­ლად შე­ით­ვი­სა და შე­იყ­ვა­რა ქარ­თველ­მა ერმა ჩვენ­თვის და ჩვე­ნი­სა ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის ჯვარ­ცმუ­ლი, და შემ­დგო­მად სა­მი­სა დღი­სა მკვდრე­თით აღ­მდგა­რი მა­ცხო­ვა­რი – იესო ქრის­ტე, და სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბა ქარ­თველ­თა იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლად იქცა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია V სა­უ­კუ­ნი­დან ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ის­გან ხელ­დას­ხმით ხდე­ბა ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი და ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ად­გი­ლობ­რივ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­თა შო­რის, იკა­ვებს გა­მორ­ჩე­ულ სა­პა­ტიო ად­გილს; ქარ­თვე­ლი ერის სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბას სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უძღვე­ბოდ­ნენ მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სე­ბი, კა­თო­ლი­კო­სე­ბი, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქე­ბი; ასე მო­ვე­დით დღემ­დე, მი­უ­ხე­და­ვად ჟამ­თა ავ­ბე­დი­თო­ბი­სა და დიდი გან­საც­დე­ლე­ბი­სა.

მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მარტს ღვთივ­მი­იც­ვა­ლა ნე­ტარხსე­ნე­ბუ­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი, უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II; დაქვრივ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია დად­გა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე: არ­ჩე­ულ უნდა იქ­ნას ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ყოვ­ლი­სა სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა.

ჩვენ აღ­მოვ­ჩნდით გა­ნუ­ზო­მე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ქვეშ, რო­გორც ჩვე­ნი ერი­სა და ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის, ისე მისი მო­მავ­ლის წი­ნა­შე. ვირ­ჩევთ ახალ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს; ვირ­ჩევთ უვა­დოდ, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე.

არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის წმი­და სი­ნო­დის წევ­რი 39 მღვდელმთა­ვა­რი, თუმ­ცა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი სა­მო­მავ­ლოდ აი­სა­ხე­ბა რო­გორც ჩვე­ნი დედა ეკ­ლე­სი­ის, ასე­ვე ერი­სა და ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე.

ამი­ტომ, დიდი სიმ­დაბ­ლი­თა და მოკ­რძა­ლე­ბით, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბით დედა ეკ­ლე­სი­ი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, რო­გორც სამ­თა­გან ერთ-ერ­თმა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქო­ბის კან­დი­დატ­მა, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნო ჩემი ხედ­ვე­ბი ეკ­ლე­სი­ა­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა-გან­მტკი­ცე­ბი­სა და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სუ­ლი­ე­რი ერ­თო­ბის მი­საღ­წე­ვად გა­და­სად­გმელ ნა­ბი­ჯებს წარ­მო­ად­გენს:

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დე­ბუ­ლე­ბის სრულ თან­ხმო­ბა­ში მოყ­ვა­ნა (ჰარ­მო­ნი­ზა­ცია) ტრა­დი­ცი­ას­თან და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის გა­მოწ­ვე­ვებ­თან.

დე­ბუ­ლე­ბა, რო­გორც ეკ­ლე­სი­ის სტრუქ­ტუ­რუ­ლი წეს­რი­გის გან­მსა­ზღვრე­ლი დო­კუ­მენ­ტი, სრულ თან­ხმო­ბა­ში უნდა იყოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ტრა­დი­ცი­ას­თან, კა­ნო­ნი­კურ სა­მარ­თალ­თან (სჯუ­ლის კა­ნონ­თან) და ეკ­ლე­სი­ის მა­მა­თა სწავ­ლე­ბას­თან. ამ­ჟა­მინ­დელ დე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბობს რიგი ნორ­მე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხის მი­მართ ბუნ­დო­ვან გან­მარ­ტე­ბას იძ­ლე­ვა, ანდა ნა­წი­ლობ­რივ სცილ­დე­ბა სა­ეკ­ლე­სიო წეს­რი­გის ტრა­დი­ცი­ულ აღ­ქმას. ასე­თი შე­უ­სა­ბა­მო­ბა (ან თუნ­დაც ბუნ­დო­ვა­ნე­ბა) იწ­ვევს გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ებს და სა­მარ­თლებ­რივ გა­უ­გებ­რო­ბას. ამას­თან, დე­ბუ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლე­ბი ზოგ­ჯერ ვერ სცემს საკ­მა­რი­სად მკა­ფიო პა­სუ­ხებს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს, ან სა­ერ­თო­დაც არ იძ­ლე­ვა პა­სუხს, რის გა­მოც ირ­ღვე­ვა წო­ნას­წო­რო­ბა ეკ­ლე­სი­ის უც­ვა­ლე­ბელ სა­ფუძ­ვლებ­სა და ცვა­ლე­ბად გა­რე­მო პი­რო­ბებს შო­რის.

◾ სა­კი­თხის გა­დაჭ­რა

სა­ჭი­როდ მიგ­ვაჩ­ნია სა­ეკ­ლე­სიო დე­ბუ­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, რაც უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბი­სად­მი შე­უ­ვა­ლი ერ­თგუ­ლე­ბი­თა და სი­ნო­და­ლუ­რი (კრებ­სი­თი) სიბ­რძნით. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი უნდა და­ე­ფუძნოს:

ა) წმინ­და მა­მა­თა სწავ­ლე­ბის კვლე­ვა­სა და გა­აზ­რე­ბას;

ბ) მსოფ­ლიო და ად­გი­ლობ­რი­ვი კრე­ბე­ბის კა­ნონ­თა კვა­ლი­ფი­ცი­ურ გან­მარ­ტე­ბას;

  რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს დღეს

გ) ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას.

ამ მიზ­ნით სა­ჭი­როა შე­იქ­მნას კო­მი­სია, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან მღვდელმთავ­რე­ბი, ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბი, კა­ნო­ნის­ტე­ბი და ა.შ. მათი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის გა­და­ხედ­ვა, ბუნ­დო­ვა­ნი ან სა­და­ვო ად­გი­ლე­ბი­სა და მუხ­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბა და იმგვა­რი რე­დაქ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც, ერთი მხრივ, სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა ტრა­დი­ცი­ას­თან და ასე­ვე უპა­სუ­ხებს დროს, ეპო­ქას, რო­მელ­შიც ეკ­ლე­სია ახორ­ცი­ე­ლებს ღვთივ­კურ­თხე­ულ სა­მო­ცი­ქუ­ლო მი­სი­ას. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დე­ბუ­ლე­ბა უნდა იქ­ცეს ეკ­ლე­სი­ის ერ­თო­ბის მყარ სა­ფუძ­ვლად, რათა მისი ყო­ვე­ლი ნორ­მა გა­მო­ხა­ტავ­დეს ცო­ცხალ სა­ეკ­ლე­სიო სულს. ამ გზით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბის წარ­მარ­თვა ერ­თო­ბი­თა და სიბ­რძნით, რათა “ყო­ვე­ლი­ვე შუ­ე­ნი­ე­რად და წე­სი­ე­რად იქ­მნე­ბო­დენ“ (1 კორ. 14:40).

კრებ­სი­თი მმარ­თვე­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

ეკ­ლე­სი­ის მმარ­თვე­ლო­ბის კრებ­სი­თი ბუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს იღებს მო­ცი­ქულ­თა ეპო­ქა­ში და ნათ­ლად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი იე­რუ­სა­ლი­მის კრე­ბის სი­ტყვებ­ში – “რა­მე­თუ ჯერ-უჩ­ნდა სულ­სა წმი­და­სა და ჩუ­ენ­ცა“ (საქ­მე, 15:28), დღე­საც რჩე­ბა ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ საყ­რდენ სწავ­ლე­ბად და მო­წო­დე­ბად. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს სა­ეკ­ლე­სიო მმარ­თვე­ლო­ბის პრაქ­ტი­კა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა კრებ­სი­თო­ბის პრინ­ცი­პის ნა­წი­ლობ­რი­ვი ფორ­მა­ლი­ზა­ცია, რო­დე­საც სი­ნო­დის სხდო­მე­ბი ვერ ას­რუ­ლებს სრუ­ლად იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით დატ­ვირ­თულ მი­სი­ას, რაც მას ეკის­რე­ბა სა­მო­ცი­ქუ­ლო ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა ზოგ შემ­თხვე­ვა­ში იწ­ვევს იმას, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ გა­დის საკ­მა­რი­სად ფარ­თო გან­ხილ­ვის, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლი­სა და მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს, რაც (დიდი ალ­ბა­თო­ბით) ნე­გა­ტი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. ამას­თა­ნა­ვე, სი­ნო­დის სხდო­მა­თა არა­საკ­მა­რი­სი სიხ­ში­რე ზღუ­დავს ეკ­ლე­სი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, დრო­უ­ლად და ერ­თო­ბით უპა­სუ­ხოს აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მებს. ამ ჭრილ­ში სა­ყუ­რა­დღე­ბოა მო­ცი­ქულ პავ­ლეს მო­წო­დე­ბა: “რაჲთა მას­ვე იტყო­დით ყო­ველ­ნი, და ნუ იყო­ფინ თქუ­ენ შო­რის წვა­ლე­ბა, არა­მედ იყ­ვე­ნით გან­მტკი­ცე­ბულ­ნი მით­ვე გო­ნე­ბი­თა და მით­ვე მეც­ნი­ე­რე­ბი­თა“ (1 კორ. 1:10), რაც გუ­ლის­ხმობს არა მხო­ლოდ დოგ­მა­ტურ სა­კი­თხებ­ში ერ­თო­ბას, არა­მედ მმარ­თვე­ლო­ბით თან­ხმო­ბა­საც.

სა­კი­თხის გა­დაჭ­რა.

სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნევთ კრებ­სი­თი მმარ­თვე­ლო­ბის არ­სობ­რივ გაძ­ლი­ე­რე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­ეთ­მოს სი­ნო­დის სხდო­მა­თა რე­გუ­ლა­რო­ბის ზრდას – მი­ზან­შე­წო­ნი­ლია და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც, რომ გა­ი­ზარ­დოს წლი­უ­რად წმი­და სი­ნო­დის შეკ­რე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რათა ეკ­ლე­სი­ამ შეძ­ლოს უფრო აქ­ტი­უ­რი, ცო­ცხა­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კე­თილ­მორ­წმუ­ნე მრევ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. წმი­და სი­ნო­დის ყო­ვე­ლი სხდო­მა არის ნამ­დვი­ლი სუ­ლი­ე­რი საკ­რე­ბუ­ლო, სა­დაც მღვდელმთავ­რე­ბი, სუ­ლის წმი­დის მად­ლი­თა და შე­წევ­ნით, ერ­თობ­ლი­ვად გა­ნი­ხი­ლა­ვენ, იმ­სჯე­ლე­ბენ და სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სე­ბენ ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე მდგომ სა­კი­თხებს (გა­მოწ­ვე­ვებს). ამ პრო­ცე­სის კე­თი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია:

ა) წმი­და სი­ნო­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი მღვდელმთავ­რის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა;

ბ) სა­კი­თხე­ბის წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბა და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გან­ხილ­ვა;

გ) მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სა­ერ­თო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აღ­სრუ­ლე­ბა;

დ) მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­თა აღ­სრუ­ლე­ბა­ზე სა­თა­ნა­დო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ამ­გვა­რი მიდ­გო­მა ეფუძ­ნე­ბა წმინ­და წე­რი­ლის სუ­ლის­კვე­თე­ბას: “რა­მე­თუ სა­და­ცა იყ­ვნენ ორნი გინა სამ­ნი შეკ­რე­ბულ სა­ხე­ლი­სა ჩე­მი­სათჳს, მუნ ვარ მე შო­რის მათ­სა“ (მათ. 18:20), რაც მი­უ­თი­თებს წმი­და კრე­ბუ­ლის მად­ლმო­სილ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბა­ში.

კრებ­სი­თი მმარ­თვე­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და სი­ნო­დის სხდო­მა­თა სიხ­ში­რის ზრდა გა­ნამ­ტკი­ცებს ეკ­ლე­სი­ის ერ­თო­ბას, გა­აღ­რმა­ვებს მღვდელმთა­ვარ­თა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სრუ­ლი­ად სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბა­ში და უზ­რუნ­ველ­ყოფს ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბის ჭეშ­მა­რიტ კრებ­სით ხა­სი­ათს, სა­დაც ყო­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იბა­დე­ბა სა­ერ­თო სუ­ლი­ე­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და გან­ჭვრე­ტის შე­დე­გად.

მღვდელმსა­ხურ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა.

ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურ­თა საზ­რდო არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი და უშუ­ა­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა მათი სა­მო­ძღვრო მსა­ხუ­რე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად აღ­სრუ­ლე­ბას. დღეს­დღე­ო­ბით, ხში­რად იქ­მნე­ბა მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა, თით­ქოს სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა დალ­ხე­ნი­ლია. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მღვდელმსა­ხურ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვინც პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­ში, და­ბებ­სა და სოფ­ლებ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ, და თან ოჯა­ხუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც აკის­რი­ათ, შე­ჭირ­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. ასე­თი ვი­თა­რე­ბა არა მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ უსა­მარ­თლო­ბას წარ­მო­შობს, არა­მედ გარ­კვე­ულ­წი­ლად არ­თუ­ლებს მათ მსა­ხუ­რე­ბა­საც, ვი­ნა­ი­დან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი საზ­რუ­ნა­ვი ამ­ცი­რებს იმ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­მო­ძღვრო მსა­ხუ­რე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. აქვე დავ­სძენ: ამას­თა­ნა­ვე, ზოგ­ჯერ გა­უმჭვირ­ვა­ლე ფი­ნან­სუ­რი პრაქ­ტი­კა აზი­ა­ნებს სა­ერ­თო სამ­წყსო ცნო­ბი­ე­რე­ბას. წმინ­და წე­რი­ლიც შეგ­ვახ­სე­ნებს: “ღირს არს მუ­შა­კი სას­ყიდ­ლი­სა თჳსისა“ (ლუკა 10:7). ეკ­ლე­სი­ის (ერი­სა და ბე­რის) პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბაა, ვიზ­რუ­ნოთ, რომ ჩვენს სამ­ღვდე­ლო­ე­ბას შე­ვუქ­მნათ ისე­თი პი­რო­ბე­ბი, რომ შეძ­ლონ მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მი­სი­ის ღირ­სე­უ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

  თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - რა დეტალებია ცნობილი?

სა­კი­თხის გა­დაჭ­რა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეკ­ლე­სი­ა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს გამჭვირ­ვა­ლე და სტა­ბი­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს სო­ლი­და­რო­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ცი­პებს. მი­ზან­შე­წო­ნი­ლია:

ა) შე­იქ­მნას ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მი­ნი­მა­ლურ სო­ცი­ა­ლურ სტან­დარტს ყო­ვე­ლი მღვდელმსა­ხუ­რის­თვის;

ბ) და­წეს­დეს მკა­ფიო და გამჭვირ­ვა­ლე კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბი­სათ­ვის;

გ) გაძ­ლი­ერ­დეს სა­ეკ­ლე­სიო სო­ლი­და­რო­ბის კულ­ტუ­რა.

ამ­გვა­რი მო­წყო­ბა არა მხო­ლოდ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა ყო­ფით მდგო­მა­რე­ო­ბას, არა­მედ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს მათ ზედ­მე­ტი საზ­რუ­ნა­ვი­სა­გან, რათა მთე­ლი გუ­ლი­თა და ძა­ლით ემ­სა­ხუ­რონ ღმერ­თსა და სამ­წყსოს.

სო­ცი­ა­ლუ­რი მსა­ხუ­რე­ბი­სა და სა­ეკ­ლე­სიო სო­ცი­ა­ლუ­რი დოქ­ტრი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა.

ეკ­ლე­სი­ის მი­სი­ო­ნე­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­ი­თხოვს არა მხო­ლოდ სი­ტყვის ქა­და­გე­ბას, არა­მედ სიყ­ვა­რუ­ლით მოქ­მე­დე­ბა­საც, თუმ­ცა, დღეს სო­ცი­ა­ლუ­რი მსა­ხუ­რე­ბა ხში­რად არ არის სის­ტე­მუ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და ერ­თი­ა­ნი ხედ­ვით წარ­მარ­თუ­ლი. შე­დე­გად, ეკ­ლე­სი­ის პა­სუ­ხი ისეთ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სი­ღა­რი­ბე, მიგ­რა­ცია, ოჯა­ხუ­რი კრი­ზი­სი და ახალ­გაზ­რდო­ბის სე­კუ­ლა­რი­ზა­ცია, ხში­რად ფრაგ­მენ­ტუ­ლია. ამას­თა­ნა­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმწვა­ვეს იძენს თა­ნა­მედ­რო­ვე ეთი­კუ­რი, ბი­ო­ე­თი­კუ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი – მე­დი­ცი­ნის მიღ­წე­ვე­ბი, სი­ცო­ცხლის და­სა­წყი­სი­სა და და­სას­რუ­ლის სა­კი­თხი, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი და სხვ., სა­დაც ეკ­ლე­სი­ის მკა­ფიო და ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ის არ­ქო­ნა მორ­წმუ­ნე­ებ­ში იწ­ვევს დაბ­ნე­უ­ლო­ბას.

სა­კი­თხის გა­დაჭ­რა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი მსა­ხუ­რე­ბის სის­ტე­მუ­რი ფორ­მე­ბი და ამავდრო­უ­ლად შე­იქ­მნას ეკ­ლე­სი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი დოქ­ტრი­ნის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს ერ­თი­ან ხედ­ვა­სა და პრინ­ცი­პებს. მი­ზან­შე­წო­ნი­ლია:

ა) შე­მუ­შავ­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი დოქ­ტრი­ნის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რო­გორც ტრა­დი­ცი­ულ სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებს, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ეთი­კურ, ბი­ო­ე­თი­კურ და ტექ­ნო­ლო­გი­ურ გა­მოწ­ვე­ვებს;

ბ) ეპარ­ქი­ე­ბის დო­ნე­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი მსა­ხუ­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც იმოქ­მე­დე­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი დოქ­ტრი­ნის სა­ფუძ­ველ­ზე;

გ) მომ­ზად­დეს სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის;

ამის შე­დე­გად ეკ­ლე­სია შეძ­ლებს მკა­ფიო სუ­ლი­ერ-ეთი­კუ­რი ორი­ენ­ტი­რე­ბის მი­ცე­მას მრევ­ლი­სა და მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

საღვთის­მე­ტყვე­ლო გა­ნათ­ლე­ბა და მი­სი­ო­ნე­რო­ბა.

ეკ­ლე­სი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და მი­სი­ო­ნე­რუ­ლი მსა­ხუ­რე­ბა დღეს სა­ჭი­რო­ებს უფრო სის­ტე­მურ, ერ­თი­ან და სიღ­რმი­სე­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლად წარ­მო­ად­გენ­დნენ სუ­ლი­ერ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცხოვ­რე­ბის კე­რებს, სრუ­ლად ვერ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ამ ფუნ­ქცი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბებ­ში. ამას­თა­ნა­ვე, უმაღ­ლე­სი საღვთის­მე­ტყვე­ლო გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბობს გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რათა მომ­ზად­დნენ მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი. მი­სი­ო­ნე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა უნდა იყოს უფრო მე­ტად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, რათა ეკ­ლე­სი­ის ხმა სრუ­ლად მის­წვდეს ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ ჯგუფს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახალ­გაზ­რდებს. უფა­ლი ბრძა­ნებს: “წარ­ვე­დით და მო­ი­მო­წა­ფე­ნით“ (მათ. 28:19).

ეკ­ლე­სია მო­წო­დე­ბუ­ლია გა­აძ­ლი­ე­როს თა­ვი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მო­ძღვრო მოწ­მო­ბა რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ.

სა­კი­თხის გა­დაჭ­რა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია საღვთის­მე­ტყვე­ლო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მი­სი­ო­ნე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ერ­თი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ამ მხრივ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია:

ა) მო­ნას­ტრებ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რათა ისი­ნი იქ­ცნენ სუ­ლი­ერ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრე­ბად;

ბ) უმაღ­ლე­სი საღვთის­მე­ტყვე­ლო გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მე­ბის დახ­ვე­წა, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა;

გ) მიზ­ნობ­რი­ვი მი­სი­ო­ნე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის შექ­მნა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სამ­ღვდე­ლო­ე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მორ­წმუ­ნე­თა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით;

დ) ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის უნი­კა­ლუ­რი საღვთის­მე­ტყვე­ლო და სუ­ლი­ე­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­ტა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, თარ­გმა­ნე­ბის, აკა­დე­მი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის გზით.

ამ­გვა­რად, ეკ­ლე­სია გა­ნამ­ტკი­ცებს თა­ვის სა­მო­ცი­ქუ­ლო მი­სი­ას, გა­აძ­ლი­ე­რებს ქრის­ტი­ა­ნულ გა­ნათ­ლე­ბას და ღირ­სე­უ­ლად და­ა­მოწ­მებს თა­ვის ტრა­დი­ცი­ას რო­გორც ეროვ­ნულ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

ახალ­გაზ­რდო­ბის ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თვის ხელ­შე­წყო­ბა.

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ახალ­გაზ­რდო­ბის ნა­წი­ლი რჩე­ბა ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის მიღ­მა ან მას­თან მხო­ლოდ ფორ­მა­ლურ კავ­შირ­ში, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია რო­გორც სე­კუ­ლა­რი­ზა­ცი­ის გავ­ლე­ნით, ისე გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სუ­ლი­ერ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მუ­შა­ო­ბის სიმ­ცი­რით. შე­დე­გად სუს­ტდე­ბა მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეკ­ლე­სი­ის ლი­ტურ­გი­კულ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში.

სა­კი­თხის გა­დაჭ­რა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ახალ­გაზ­რდო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს წმინ­და წე­რი­ლი­სა და ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბის გა­აზ­რე­ბულ შეს­წავ­ლას, ლი­ტურ­გი­კულ ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თვას და სო­ცი­ა­ლურ მსა­ხუ­რე­ბას. ამ მიზ­ნით უნდა გან­ვი­თარ­დეს ლო­კა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჯგუ­ფე­ბი, შე­მეც­ნე­ბი­თი პროგ­რა­მე­ბი, ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბი, რათა ახალ­გაზ­რდო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­და­ი­ზარ­დოს სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბა­ში.

  რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 21 მაისს

სა­ეკ­ლე­სიო ტრა­დი­ცი­ის დაც­ვა.

წუ­თი­სოფ­ლად ეკ­ლე­სი­ის მი­სია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სა­მო­ცი­ქუ­ლო მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე, წმი­და წე­რილ­სა და წმი­და გარ­და­მო­ცე­მა­ზე, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც გვამ­ცნობს წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლე: “მტკი­ცედ დე­გით და შე­იკ­რძა­ლეთ მო­ძღუ­რე­ბაჲ ესე, რო­მე­ლი­ცა გის­წა­ვი­ეს გინა სიტყჳთა, გინა წიგ­ნი­თა ჩუ­ე­ნი­თა“ (შდრ.: 2 თეს. 2:15). თუმ­ცა, ჩვენს დრო­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა ტრა­დი­ცი­ის არას­წო­რი გა­გე­ბა ან მისი მრუ­დე ფორ­მით გად­მო­ცე­მა, რაც ზოგ­ჯერ იწ­ვევს ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის არ­სის და­მა­ხინ­ჯე­ბა­სა და სუ­ლი­ე­რი საზ­რი­სის დაკ­ნი­ნე­ბას. საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს რო­გორც ტრა­დი­ცი­ის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, ისე მისი ფორ­მა­ლის­ტუ­რი აღ­ქმა, რო­მე­ლიც მოკ­ლე­ბუ­ლია სუ­ლი­ერ ში­ნა­არსს. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ირ­ღვე­ვა ის უც­ვა­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­ზეც მიგ­ვი­თი­თებს წმინ­და წე­რი­ლი: “იესუ ქრის­ტე გუ­შინ და დღეს და იგი თა­ვა­დი არს უკუ­ნი­სამ­დე“ (ებრ. 13:8).

სა­კი­თხის გა­დაჭ­რა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ეკ­ლე­სიო ტრა­დი­ცი­ის სიღ­რმი­სე­უ­ლი გა­აზ­რე­ბა და მისი სწო­რი გად­მო­ცე­მა თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, ისე რომ არ შე­ი­ლა­ხოს მისი არსი. ამ მიზ­ნით სა­ჭი­როა:

ა) წმინ­და გარ­და­მო­ცე­მის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა და გან­მარ­ტე­ბა, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო, ისე სა­ე­რო წრე­ებ­ში;

ბ) ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში მცდა­რი და არატ­რა­დი­ცი­უ­ლი პრაქ­ტი­კე­ბის აღ­მო­ფხვრა;

გ) ტრა­დი­ცი­ის ცო­ცხა­ლი გა­და­ცე­მა ლი­ტურ­გი­კულ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში.

ეკ­ლე­სია მო­წო­დე­ბუ­ლია სიბ­რძნი­თა და სუ­ლი­ე­რი გან­ჭვრე­ტით გა­ნას­ხვა­ოს ჭეშ­მა­რი­ტი და მცდა­რი, რათა შე­ურყვნე­ლად და­იც­ვას თა­ვი­სი ტრა­დი­ცია და ღირ­სე­უ­ლად გა­დას­ცეს ის მო­მა­ვალ თა­ო­ბებს.

სა­ზღვარ­გა­რე­თის ეპარ­ქი­ე­ბი და დი­ას­პო­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

მრა­ვა­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე დღეს უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს, რის შე­დე­გა­დაც რე­ა­ლურ საფრ­თხედ იკ­ვე­თე­ბა სუ­ლი­ე­რი გან­შო­რე­ბა დედა ეკ­ლე­სი­ას­თან და ეროვ­ნულ ფეს­ვებ­თან. დი­ას­პო­რა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს ხში­რად არ აქვთ საკ­მა­რი­სი წვდო­მა მშობ­ლი­ურ კულ­ტუ­რას­თან. ამ ვი­თა­რე­ბას ემა­ტე­ბა თან­მდე­ვი ასი­მი­ლა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბი, რაც იწ­ვევს ენობ­რი­ვი და ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­სუს­ტე­ბას და სა­ბო­ლო­ოდ აზი­ა­ნებს ეკ­ლე­სი­უ­რი ერ­თო­ბის გან­ცდას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს ის დიდი ღვაწ­ლი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სა­ზღვარ­გა­რეთ მოქ­მე­დი ეპარ­ქი­ე­ბი და მათი მმარ­თვე­ლე­ბი ეწე­ვი­ან. ისი­ნი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, ას­რუ­ლე­ბენ არა მხო­ლოდ საღვთის­მსა­ხუ­რო (ლი­ტურ­გი­კულ) ფუნ­ქცი­ას, არა­მედ ქმნი­ან ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის კე­რებს. სწო­რედ მათი ძა­ლის­ხმე­ვით ინარ­ჩუ­ნებს მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი კავ­შირს ეკ­ლე­სი­ას­თან და ეროვ­ნულ ცნო­ბი­ე­რე­ბას­თან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მას­შტა­ბი სა­ჭი­რო­ებს ამ მსა­ხუ­რე­ბის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და სის­ტე­მურ მხარ­და­ჭე­რას.

სა­კი­თხის გა­დაჭ­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერთ ამო­ცა­ნად უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს დი­ას­პო­რას­თან ცო­ცხა­ლი და ქმე­დი­თი ურ­თი­ერ­თკავ­ში­რის გან­მტკი­ცე­ბა. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ეპარ­ქი­ე­ბის ყო­ველ­მხრი­ვი გაძ­ლი­ე­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა. ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბის ამ კე­რებ­ში კი­დევ უფრო დიდი მას­შტა­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა, ეკ­ლე­სი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა და ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბის გან­მტკი­ცე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­ეთ­მოს სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა ღირ­სე­ულ მა­ტე­რი­ა­ლურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ამ­გვა­რი თან­მიმ­დევ­რუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მით დედა ეკ­ლე­სია შეძ­ლებს არა მხო­ლოდ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, არა­მედ გა­ნამ­ტკი­ცოს თა­ვი­სი შვი­ლე­ბი უცხო­ეთ­ში, რათა ისი­ნი დარ­ჩნენ ერ­თო­ბა­ში სამ­შობ­ლოს­თან და ეკ­ლე­სი­ას­თან, ერ­თგუ­ლად და­იც­ვან თა­ვი­ან­თი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, ენა და ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა.

დას­კვნა

ყვე­ლა ზე­მოთ გან­ხი­ლუ­ლი სა­კი­თხის გა­დაჭ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის პირ­ვე­ლად ამო­ცა­ნად გვე­სა­ხე­ბა. მათი ეფექ­ტი­ა­ნი დაძ­ლე­ვი­სა და მოგ­ვა­რე­ბის შემ­დეგ ჩვენ­მა დედა ეკ­ლე­სი­ამ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში შექ­მნი­ლი და წა­მოჭ­რი­ლი სხვა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სა და გა­დაჭ­რის გზებ­ზე უნდა იფიქ­როს.

აქვე ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს შემ­დე­გი: ამ სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რის პრო­ცეს­ში დი­დად გვე­ი­მე­დე­ბა მთე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მე­დია-სივ­რცე. იმე­დი გვაქვს, რომ ჩვე­ნი დედა ეკ­ლე­სი­ი­სა და ქარ­თუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სრუ­ლად კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, რაც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­სა და მისი თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის, დედა ეკ­ლე­სი­ი­სა და მისი მრევ­ლის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ღირ­სე­ულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბას”, – ნათ­ქვა­მია ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.