ღამის სამი საათი იყო როდესაც სოღანლუღის მხრიდან არტილერიის, ტყვიამფრქვევბის და თოფების სროლის ხმა შემოგვესმა. სასწრაფოდ დაუკავშირდით გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და სროლის მიზეზე ვკითხეთ. მისმა შტაბის უფროსმა პოდპოლკოვნიკმა უნთელიძემ გვიპასუხა,პირადად ჩემთვის სროლის მიზეზი უცნობიაო,მარჯვნიდანაც და მარცხინდანაც ისვრიან, გენერალი მაზნიაშვილი მიზეზის გასაგებად სანგრებისაკენ გაეშურაო.
უნდა ავღნიშნო, რომ დაბინდებამდე, საყარაულოს მასივისაკენ 10 ვერსის მანძლზე დაჯავშნული მანქანები გავიდენენ, მაგრამ მოწინააღმდეგე ვერ აღმოაჩინეს, მთიდან დაზვერვამც,საიდანაც მთელი ვაკე ხელისგულივით გადაშლილიყო, საეჭვო ვერაფერი შენიშნა, ეს ან ცრუ განგაში იყო და ჯარი ამაოდ ისროდა ან ბოლშევეიები დაგვესხნენ თავს. უკანასკნელი ძნელი წარმოსადგენი იყო, რადგან ღამით დაუზვერავ პოზიციაზე ირიშის მიტანა მარცხისთვისაა განწირული. ამიტომ თავდასხმა გამორიცხული იყო,ამის მიუხედავდ ყველაფერი ვიღონეთ, რათა შეგევტყო, რა ხდებოდა ადგილზე. გარკვეული დროის შემდეგ კვლავ პოდპოლკოვნიკ უნთემლიძეს დაუკავშირდით, პასუხი იგივე იყო. ცოტა ხნის შემდეგ ტელეფონი აღარ პასუხობდა. ამან შეგვაშფოთა, ამ დროს ტელეფონით უკვე მესანგრეთა ბატალიონის ყაზარმებს დაუკავშირდით, საიდანაც პოლკოვნიკი გურგენიძე განუწყვეტლივ გვტყობინებდა ყველაფერს. რაც კი ესმოდა, ვუბრძანე ხმის მიხედვით მოეხსენებინა სროლა ახლოვდებოდა თუ შორდებო და განაგრძობდა თუ არა სროლას არტილერია, უკანასკნელის შესახებ განუწყვეტლივ მატყობინებდნენ გრძელდებაო, ეს გრემოება ან ცრუ განგაშზე მიუთითებდა ან თავდასხმის შემთხვევაში იმაზე რომ ყველაფერი რიგზეა, რადგან არტიელერია თუ ისვრის ე.ი. მტრის ხელში არაა ჩავარდნილი, და ჩვენი ჯარი კვლავ ადგილზეა ვითარების გასარკვევად. მანქანით ხალხი გავგზავნეთ, წავიდა გვარდიის შტაბის ზოგიერთი წევრიც, მაგრამ ეს ყველაფერი დროს მოითხოვდა. არადა წარმოიდგინეთ რა მტანჯველია ასეთ ვითარებაში ლოდინი. ყველაფერი კი გენერალ მაზნიაშვილის გამო ხდებოდა რომელმაც ჩემთან დასაკავშირებლად არაფერი იღონა.
ნათლუღიდან გენერალი ჯიჯიხია გვეკითხებოდა, – რა ვქნაო, თან გვატყობინებდა ვაწესრიეგბ იმ ბატლიონებს, რომელიბიც საომრად მზად არიანო, ეს მოვუწონე, მაგრამ გავაფრთხილე ჩემი მითითების შემდეგ გამოდით, ტელეფონთან ოფიცერი დატოვეთ და თქვენც შორი ახლოს იყავით-მეთქი.
დახლოვებით 5 საათისათვის ნავთლუღის სანიტარული პუნქტიდან უეცრად ექიმმა გამოგვძახა, რომელსაც ანინტერსებდა სად გაეგზავნა 12-15 დაჭრილი. ცხადია შეტაკება მოხდა. მაშინ გვარდიის გამოვაყვანა ვბრძანე, ყველას, ვისაც ბრძოლა შეეძლო, ფეხზე დავაყენე. შემდეგ გვარდიის შტაბს შევატყობინე, ვ.ჯუღელი ჩემთან მოვიდა,იგი აღგზნებული იყო და იქ წასვლის სურვილი კლავდა. მის წასვლა დავთანხმდი, და ვუთხარი გვარდიის ერთ ბატალიონს სოღანლუღის რკინიგზის ხიდისაკენ გაუშვებ, რომელიც ამ მონაკვეთს გაამაგრებს-მეთქი. ვთხოვე, მაზნიაშვილი მოეძებნა და საქმეში ჯავშანმატარებელი და მანქანები ჩაერთო, რომლებიც იქვე პოზიციების უკან იდგენენ, ამასთან გავაფრთხილე რკინიგზის ხიდთან ტელეფონია, რომლითაც ჩემთან დაკავშირებას შეძლებ-მეთქი. იგი წავიდა, მე ბრძოლის შედეგებს ველოდებოდი, მთავარი იყო გათენებამდე სანგრებში გამაგრებულიყვენ, დღისით კი ჩვენი გამარჯვება უზრუნველყოფილი იქნებოდა. განაგრძეთ კითხვა



