ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაამირან სალუქვაძე მეუფე ზენონის განცხადებაზე: მეუფე შიო პატრიარქად თუ საშიშია, მოსაყდრედ არ...

ამირან სალუქვაძე მეუფე ზენონის განცხადებაზე: მეუფე შიო პატრიარქად თუ საშიშია, მოსაყდრედ არ იყო საშიში? რატომ მაშინვე არ ატეხეთ ხმაური და წინ არ აღუდექით იგივენაირად, როგორც ახლა?

რადგანაც ნაცების ყვითელი მედია არ წყვეტს პროცესზე ზეწოლას და ვისმენ/ვკითხულობ მსგავს მავნებლობებს, რამდენიმე აქცენტს/კითხვას დავსვამ, – წერს ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოსთან დაკავშირებით, მეუფე ზენონ იარაჯულის განცხადებას ეხმიანება.

სალუქვაძე ინტერესდება, თუ მეუფე შიო პატრიარქად საშიშია, მოსაყდრედ მის დასახელებას რატომ არ აღუდგნენ წინ ისევე, როგორც ახლა აქტიურობენ ისინი, ვისაც სხვა სურს პატრიარქად.

ექსპერტი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მეუფე შიოს ან მის მომხრეებს ამავე სახის განცხადებებით პატრიარქობის სხვა კანდიდატების წინააღმდეგ, „არანაცურ არხებზე“ არ იბრძვიან და სვამს კითქვას, პირიქით რატომ ხდება

„ვცდილობ არ შევეხო ამ თემას, რადგან არაა ჩემი გადასაწყვეტი ვინ იქნება პატრიარქი. ვისაც სინოდი აირჩევს, იმ გადაწყვეტილებას ვცემ პატივს. მაგრამ…

რადგანაც ნაცების ყვითელი მედია არ წყვეტს პროცესზე ზეწოლას და ვისმენ/ვკითხულობ მსგავს მავნებლობებს, რამდენიმე აქცენტს/კითხვას დავსვამ:

1. მეუფე შიო პატრიარქად თუ საშიშია, მოსაყდრედ არ იყო საშიში? რატომ მაშინვე არ ატეხეთ ხმაური და წინ არ აღუდექით იგივენაირად, როგორც ახლა აქტიურობთ ყველა, ვისაც სხვა გსურთ პატრიარქად?

2. მეუფე ზენონი ამბობს: „მოსაყდრეობა არის ძალაუფლებისთვის ბრძოლის მახინჯი ფორმა“. ახლა გაიგეთ? პატრიარქის სიცოცხლეში რატომ არ ხმაურობდით იგივე დოზით? ხომ იცოდით რა მიზნით დანიშნა მან თანამოსაყდრე და რომ ოდესმე ეს საკითხი დადგებოდა?

3. მეუფე ზენონი ამბობს, რომ მეუფე შიოს 20 ხმა ესაა პატრიარქის ავტორიტეტი. შემდეგ აზუსტებს, რომ ოცივე არა, მაგრამ არ აზუსტებს რამდენი. სხვა ორი კანდიდატიდან რომელიმე რომ დაენიშნა პატრიარქს, ხომ იგივე სურათს მივიღებდით, ანუ 7-7 ხმას კი არა, ხომ უფრო მეტს მიიღებდნენ?

4. მეუფე შიომ მოსაყდრეობამდე რაღაც გზა ხომ გაიარა? ცარიელ ადგილას ხომ არ დაუნიშნავს თანამოსაყდრედ? დანარჩენი კანდიდატებიც, ისევე როგორც მეუფე შიოც, პატრიარქის თვალწინ და მის ხელში ხომ გაიზარდეთ?

5. პატრიარქის წერილი ან თანამოსაყდრის დანიშვნა ანდერძი რომ არაა და ვერც პატრიარქად დანიშნავდა, ყველამ გავიგეთ. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: უწმინდესის ავტორიტეტიდან გამომდინარე, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, მის მიერ მეუფე შიოს გამორჩევა სხვა დანარჩენისგან კომპრომატია თუ დადებითი მოვლენა? თუ კომპრომატად თვლით, ამით ილია მეორეს აყენებთ შეურაცხყოფას, ხოლო თუ დადებით ფაქტად თვლით, მაშინ რატომ ებრძვით? ჩაატარეთ არჩევნები ბრძოლის გარეშე.

  აუტიზმის მითი დასრულდა: ვაქცინებს ბრალდება მოეხსნა, სამიზნე გახდა პარაცეტამოლი - გიორგი ფხაკაძე უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს

6. მეუფე შიოს ან მის მომხრეებს ხედავთ არანაცურ არხებზე და იქედან ებრძვიან კონკურენტებს? არა.მაშ პირიქით რატომ ხდება?

7. ცდილობ ეკლესია დაიცვა გარედან ათასი მანქურთისგან, რადგან ეს ქვეყნის სიმტკიცეს ემსახურება, თორემ ყველა ვხედავთ დადებითსაც და უარყოფით მხარეებსაც. თქვენი დაცვისას, დროის ხარჯვის გარდა, უამრავ უსიამოვნებას ვიღებთ. თქვენც დაგვეხმარეთ ეკლესიის დაცვაში. თქვენი პრობლემები ეკლესიის შიგნით მოაგვარეთ.

8. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: პირადად სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მედია გარჩევებს 24/7-ზე რეჟიმში არ მივესალმები. მეტიც, მიუღებლად და ეკლესიისთვის საზიანოდ მივიჩნევ. გავა წლები და ყველა ეს განცხადება ისტორიას დარჩება. ამაზეც იფიქრეთ.

უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს! გიორგობის ძალა და მადლი შეგვეწიოს“, – წერს ამირან სალუქვაძე.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.