პრო­კუ­რა­ტუ­რამ სუს-ის მიერ ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა – მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სუს-ის მიერ ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს და ასე­ვე, “ქარ­თუ ჯგუ­ფის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს, გი­ორ­გი უძი­ლა­ურს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ, უცხო ქვეყ­ნის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის და­ვა­ლე­ბით, სის­ტე­მა­ტუ­რად აგ­რო­ვებ­და და გა­დას­ცემ­და მათ სხვა­დას­ხვა სა­ხის და კა­ტე­გო­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

  • უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, უძი­ლა­ურს 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ ჯა­შუ­შო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ერთ-ერთ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ, უცხო ქვეყ­ნის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის და­ვა­ლე­ბით, სის­ტე­მა­ტუ­რად აგ­რო­ვებ­და და გა­დას­ცემ­და მათ სხვა­დას­ხვა სა­ხის და კა­ტე­გო­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 314-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ჯა­შუ­შო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პრო­კუ­რა­ტუ­რამ სუს-ის მიერ ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა – მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 6 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პროკურატურამ-სუს-ის-მი/

  სუს-ი ხელისუფლების დამხობისა და არჩევნების ჩაშლისკენ მოწოდებებზე: სუს-ი ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi