„საქართველოში 10-დან 8 ადამიანს აქვს ჯადო, კატასტრფორულად არის გაზრდილი“ – მიხეილ ცაგარელი

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
cagareli

 არსებობს თუ არა ჯადო 21-ე საუკუნეში და რა ზეგავლენა აქვს მას ადამიანებზე – მიხეილ ცაგარელის რჩევები მაყურებელს

არსებობს თუ არა ჯადო თანამედროვე ეპოქაში და რა გავლენას ახდენს ის ადამიანზე – ამ თემაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ საუბრობს.
მისი განმარტებით, ჭადო კაცობრიობის არსებობისთანავე გაჩნდა და დღემდე აქტუალურ პრობლემად რჩება. როგორც ასტროლოგი განმარტავს, ის ფართოდ არის გავრცელებული და ბევრ ადამიანს სერიოზულად აზიანებს.
ასტროლოგი იხსენებს პირად გამოცდილებასაც და ამბობს, რომ პირველად მსგავსი შემთხვევა 21 წლის ასაკში შეემთხვა, რის შემდეგაც ამ სფეროს შესწავლა დაიწყო. მისივე თქმით, ამ პროცესში მას ასტროლ დაეხმარა.

ეზოთერიკული ხედვის მიხედვით რასაც ასტროლოგი აღწერს, ადამიანი სულიერი არსებაა, რომელსაც გარს აკრავს ენერგეტიკული ველი. ასევე მისი განმარტებით, არსებობს ენერგეტიკული არხები და მერიდიანები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ. მისი თქმით, თუ ამ ენერგოველში უარყოფითი ენერგია შეაღწევს, ხდება მისი „დაბინძურება“, რაც საბოლოოდ ადამიანის ცხოვრებასა და ბედ-იღბალზეც აისახება.

ცაგარელი ოთხ ძირითად ფორმას გამოყოფს, რაც, მისი თქმით, ენერგეტიკულ დარღვევებს იწვევს:

ადამიანის საკუთარი უარყოფითი ემოციები და ქმედებები, საგვარეულო გავლენა, ე.წ. „თვალის აღება“, შავი მაგია, იგივე ჯადო.

მისივე განმარტებით, მსგავსი პრაქტიკები მსოფლიოს მასშტაბით არის გავრცელებული, ხოლო საქართველოში მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ცაგარელ ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამგვარი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

- Advertisement -
Ad imageAd image

„საქართველოში 10-დან 8 ადამიანს აქვს ჯადო, კატასტრფორულად არის გაზრდილი“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასევე, ის აღნიშნავს, რომ გარკვეული ზემოქმედება შესაძლებელია დისტანციურად, ფოტოს მეშვეობითაც განხორციელდეს და, როგორც ამბობს ადამიანი ამას გარკვეულ დონეზე თავადაც გრძნობს არსებობს თუ არა ჯადო“

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „საქართველოში 10-დან 8 ადამიანს აქვს ჯადო, კატასტრფორულად არის გაზრდილი“ – მიხეილ ცაგარელი. 30 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოში-10-დან-8-ადამი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi