ვიდეო: „სასწაულ ადგილას ვართ… 18 წლის გოგონას უნდა მივულოცოთ დაბადების დღეს…“ – გიორგი ფხაკაძის „ლაივი“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე პლასტიკური ქირურგის, ციცინო შურღაიას დაბადების დღეზე იმყოფებოდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ქირურგის იუბილეს აღნიშვნის ეპიზოდები. პირდაპირ ეთერში ჩართვისას გიორგი ფხაკაძე მას მოულოდნელ და საინტერესო კითხვებს უსვამს.

„სასწაულ ადგილას ვართ, 18 წლის გოგონას უნდა მივულოცოთ…” – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი ფხაკაძემ ციცინო შურღაიას, რომელმაც იუბილე საკუთარ სახლში, მისი გამორჩეული სტუმრების გარემოცვაში აღნიშნა.

 

გიორგი ფხაკაძის მიერ ჩართულ ფეისბუკ „ლაივში“ ლეგენდარულმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ საზოგადოებას პატრიარქის სიტყვებით მიმართა.

„საქართველოს ვეტყვი – მშვიდობას, სიყვარულს და გაერთიანებას და კიდევ გადარჩენას… პატრიარქის სიტყვებია ეს“, – აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ.

- Advertisement -
Ad imageAd image

„რა კარგი დაბადების დღე მაქვს.. ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში, მინდა ჭანმრთელობა … ყველაზე საინტერესო დაბადების დღე? სადოქტოროს დაცვა დავამთხვიე, 37 წლის გავხდი იმ დღეს და მართლა ბედნიერი ვიყავი“, -აღნიშნა იუბილარმა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ვიდეო: „სასწაულ ადგილას ვართ… 18 წლის გოგონას უნდა მივულოცოთ დაბადების დღეს…“ – გიორგი ფხაკაძის „ლაივი“. 1 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ვიდეო-სასწაულ-ადგილას-ვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi