ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისში ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ქონება, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, გამოცხადებულ აუქციონზე...

თბილისში ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ქონება, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, გამოცხადებულ აუქციონზე ვერ გაიყიდა

თბილისის ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ქონება, ჩიქოვანის ქუჩაზე არსებული ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა და 16837 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 40.7 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა მყიდველის არარსებობის გამო სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქონების გასხვისება ვერ მოახერხა.

„ქალაქ თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში (ნაკვეთი 08/026) მდებარე 16837.00 კვ.მ. არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1-N12, N13 (ავზი), N14-N17 და N18 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობების (საკადასტრო კოდი N01.14.14.008.026) პრივატიზება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვროს 40 676 000 ლარის ოდენობით.

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვროს 4 067 600 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 10 000 ლარით“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი