მარიამ ელიეშვილის ზღაპრული თაფლობის თვე რჩეულთან ერთად პუნტა კანაში – მომღერალი საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლას გეგმავს

ავტორი
3 წუთიანი წაკითხვა

მომღერალი მარიამ ელიეშვილი თავის რჩეულთან, გიორგი მჭედლიშვილთან ერთად თაფლობის თვის გასატარებლად დომინიკის რესპუბლიკაში, კურორტ პუნტა კანაზე გაემგზავრა, საიდანაც გამომწერებს საინტერესო ფოტო და ვიდეომასალას უზიარებდა. კურორტით აღფრთოვანება fortuna.ge-სთანაც გააზიარა.

მარიამ, როგორი გამოვიდა თქვენი მოგზაურობა?

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ სოციალურ ქსელში რომ შევდიოდი, ჩვენი მოგზაურობის შესახებ ბევრი სტატია მხვდებოდა, მგულშემატკივრობდნენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას და სითბო და სიყვარული დავუბრუნო. მადლობა ყველა გამოხატული ემოციისთვის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

როგორ შეარჩიეთ დასასვენებელი ადგილი თქვენს მეორე ნახევართან ერთად?

- Advertisement -
Ad image

ამ ცივ პერიოდში გადავწყვიტეთ, შედარებით თბილ ქვეყანაში ზამთრის სიცივეს გავქცეოდით. დაუვიწყარი და ემოციურად დატვირთული ტურნე გამოგვივიდა, ავარჩიეთ პუნტკა კანა, კურორტი, რომელიც არის ულამაზესი. ვინც ნამყოფია, დამეთანხმება, რომ ძალიან ლამაზია. ცოტა შორია საქართველოდან. თითქმის ერთი დღე უნდა იქ გამგზავრებას, თუმცა ღირდა ამდენხნიან მოგზაურობად. კურორტზე ბუნებრივმა სილამაზემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გარემოც გვიწყობდა ხელს და რაც მთავარია, გიორგისთან ერთად ვიყავი.

დასვენების დღეებზე ლამაზი ადგილების ტურები მოვაწყვეთ. ჩვენთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო საონას კუნძული, რომელიც თავისი გამორჩეული ქვიშის თუ წყლის ფერით, ბუნგალოებით, პალმებით, იყო ნამდვილი ზღაპარი და სამოთხე. ასევე დასამახსოვრებელი იყო ჯუნგლების ტური, „ზიპლაინისა“ და „ოფროუდის“ ტურები დავგეგმეთ. ამასაც ჰქონდა ხიბლი. ექსტრემი გარკვეულწილად მიყვარს. ზოგჯერ მიყვარს გარისკვა თავისი გარანტიებით (იღიმის). ქალაქის ცენტრიდან სხვადასხვა ადგილზე წასვლა და ირგვლივ ტერიტორიების დათვალიერება, იყო დაუვიწყარი, გავაზიარე ბევრი ვიდეო, თუმცა ყველაფრის აღწერა შეუძლებელია. ეგზოტიკური ბუნება, ხილი, მხიარული და ღიმილიანი ხალხი, რომელიც ორიენტირებულია, რომ სწორად გაგაცნოს საკუთარი ქვეყანა, მომზადებული გიდები, რომლებმაც ძალიან შეგვაყვარეს ეს ქვეყანა… დარწმუნებული ვარ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იქ გავემგზავრე.

გიორგისთან ერთად ეს პირველი ერთობლივი ვოიაჟი იყო?

გიორგი ჩემს ღონისძიებებზე ევროპის სხვადახვა ქვეყანაში ჩამოდიოდა, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი ოჯახური მოგზაურობა, სხვა როლი ჰქონდა. მე დედასთან ერთად დავდიოდი გასტროლებზე და გიორგი ჩამოდიოდა კონცერტებზე დასასწრებად. ოჯახურად პირველად ვიმოგზაურეთ…

  „ბოლო ერთი წელი მამა ძალიან ხშირად მეუბნებოდა, შენს კონცერტზე ერთი ადგილი აუცილებლად ცარიელი დატოვე ჩემთვის და მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებიო…“ - ნათია თოდუა მამაზე

თაფლობის თვეა თუ ქორწილის შემდეგ გეგმავთ?

შეგვიძლია, ამ მოგზაურობას თაფლობის თვეც ვუწოდოთ. ქორწილის თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ გვაქვს, ჩვენი გრაფიკიდან გამომდინარე, თუმცა უახლოეს პერიოდში იგეგმება. როცა ორივე ჩვენგანს გამოგვიჩნდა თავისუფალი დრო, ეს მოგზაურობაც სწორედ მაშინ დაიგეგმა…

ქორწილისთვის კაბის შეთვალიერება თუ მოახერხეთ?

ჯერ კაბასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ ვარ, მაგრამ იდეები მაქვს.

როდის გადადიხართ საცხოვრებლად აშშ-ში? როგორც ვიცი, გიორგი იქ ცხოვრობს.

გაზაფხულის პერიოდში საქართველოში ვიქნები, პროექტი მაქვს დასასრულებელი. შემდეგ კონკრეტულად არ ვიცი, რა პერიოდში მომიწევს გადასვლა აშშ-ში, ამიტომ ჯერ ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ. წყარო

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. მარიამ ელიეშვილის ზღაპრული თაფლობის თვე რჩეულთან ერთად პუნტა კანაში – მომღერალი საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლას გეგმავს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 7]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%a3/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.