„ბოლო ერთი წელი გარდამტეხი იყო საქართველოს რკინიგზისთვის – კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს რკინიგზაში შემუშავდა კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ეფუძნება სამ საკვანძო მიმართულებას: ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატვირთო გადაზიდვების გაძლიერებას და სამგზავრო მიმართულების მოდერნიზაციას.
„თითოეული მიმართულება უზრუნველყოფილია დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმებით და ერთიან სისტემაში აერთიანებს ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ განვითარებას, რაც ქმნის საფუძველს კომპანიის ეფექტიანობის, კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის ზრდისთვის“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ჯამური ოპტიმიზაციის ეფექტმა 230 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო მისი წმინდა მოგება 30%-მდე გაიზარდა. იმავდროულად, მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა, ქვეყნის გადაკვეთის დრო კი 20%-ით შემცირდა.
როგორ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანი პროგრესია გაციფრულების მიმართულებითაც, ჩინეთთან, ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით 7.5-ჯერ შემცირდა სასაზღვრო პროცედურების დრო.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, თბილისი–ბათუმისა და თბილისი–ახალციხის სარკინიგზო ხაზების სრული რეაბილიტაცია 2026 წლის აგვისტოში დასრულდება, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაადგილება – ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ხოლო ბათუმამდე მგზავრობა დაახლოებით ოთხ საათამდე შემცირდება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). მარიამ ქვრივიშვილი: „ბოლო ერთი წელი გარდამტეხი იყო საქართველოს რკინიგზისთვის – კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას“. 5 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მარიამ-ქვრივიშვილი-ბოლ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T20:11:36+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
