შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორ შეხვდა „გაიღიმეს“ ტექსტის ავტორი ირმა სოხაძე სიმღერის საფეხბურთო ჰიმნად ქცევას? -...

როგორ შეხვდა „გაიღიმეს“ ტექსტის ავტორი ირმა სოხაძე სიმღერის საფეხბურთო ჰიმნად ქცევას? – მომღერლის ემოციები

სიმღერა „გაიღიმე“, რომელიც 1991 წელს გია მაჭარაშვილმა და ირმა სოხაძემ დაწერეს, ახლახან თავიდან დაიბადა და ახალი სიცოცხლე შეიძინა. მას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები და ქომაგები ერთხმად მღერიან – სიმღერის მელოდია ერთ-ერთი ტელემარათონისთვის 1991 წელს გია მაჭარაშვილმა დაწერა, ხოლო ტექსტი – ათ წუთში ირმა სოხაძემ. ირმა ამ სიმღერას უფრო ნელი ვერსიით ასრულებდა, შემდეგ კი მერაბ სეფაშვილმა იმღერა საცეკვაო სტილში.

სიმღერის ისტორიას და საკუთარ ემოციებს, რაც გუშინ განიცადა, როცა მთელ სტადიონზე, გასახდელში, ქუჩებში მისი დაწერილი სიტყვები ისმოდა, ირმა სოხაძე fortuna.ge-ს უზიარებს:

ირმა სოხაძე: ეს სიმღერა, რომლის მელოდიაც გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, ხოლო ლექსი ჩემია, დაიწერა ერთ-ერთი ტელემარათონისთვის. დასკვნითი სიმღერა არ გვქონდა. სტუდიაში მივედი და ათ წუთში დავწერე ლექსი მელოდიისთვის, რომელიც გიას უკვე დაწერილი ჰქონდა. მე უფრო ნელი ვერსიით ვასრულებდი სხვა მომღერლებთან ერთად. შემდეგ ჰიტად იქცა მერაბ სეფაშვილის ვერსია, საცეკვაო, ძალიან კარგი ვერსია. მას შემდეგ მეც ძალიან ხშირად ვმღერი, ერთადაც გვიმღერია, მერაბი ხომ სულ მღერის.

როგორ იქცა ის ქომაგებისა და საქართველოს ნაკრების ერთგვარ არაოფიციალურ ჰიმნად?

ფანებმა აიტაცეს ეს სიმღერა. ისეთი კეთილი და მარტივი მისამღერია, მთელი გუნდი მღერის. ჩემს სიტყვებს რომ ხალხი ასე მღერის, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს? მეც და გიაც ორმაგად ბედნიერები ვართ… იმას, რაც ბოლო ორი მატჩის განმავლობაში მოხდა, ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან, კარგ ზღაპარშიც ვერ წარმოვიდგენდი… ვერ წარმოვიდგენდი ასეთ კეთილ ბოლოს… 1991 წელს დაიწერა ეს სიმღერა. 33 წლის წინ…. პირველი მარათონი ამით დავასრულეთ. იცით, როგორ პოპულარული იყო? მერე, როგორც ხდება ხოლმე, მიავიწყდათ ეს სიმღერა. შემდეგ მერაბმა დამირეკა, ხომ არ ხარ წინააღმდეგი, რომ ვიმღეროო. გიამ გააკეთა ძალიან კარგი საცეკვაო არანჟირება. ამ სიმღერას კეთილი მუხტი აქვს. ჯადოსნური სიტყვებივით დავცადეთ. ჩემი დაწერილი სიტყვების მოსმენა ისეთი ბედნიერებაა, რომ მთელი საღამო ვტიროდი. ეს საღამო სიხარულით გავატარე. ვარ ძალიან ბედნიერი – გამარჯვებით და იმით, რომ ჩემი მცირე წვლილი მეც მაქვს ამ სიხარულის აღნიშვნაში. ქუჩაში მღეროდა ხალხი, კვარა რომ მაგიდაზე ახტა და მღერის, ეს ვიდეოც ხომ ნახეთ? ძალიან ბევრი კარგი ამბავი მოხდა… ხალხი სიხარულის ექსტაზში იყო. უნდა დავიჯეროთ, რომ ბოლო კეთილია…

  ქარი, შტორმი და სეტყვა - ამინდი მკვეთრად იცვლება

სიმღერამ მართლაც თავიდან შეიძინა სიცოცხლე…

მე და გია მაჭარაშვილმა რამდენიმე კომპანიასთან გავაფორმეთ კონტრაქტი, თუმცა რასთან დაკავშირებით, ჯერ ვერ გაგიმხელთ. თავიდან დაიბადა ეს სიმღერა, როგორც ჩვენი ნაკრების ჰიმნი. ზოგჯერ დაწერ, იწვალებ და ჰიმნი გინდა იყოს, მაგრამ არ გამოვა. „გაიღიმეს“ შემთხვევაში კი ეს ბუნებრივად მოხდა. მე და გია ძალიან გახარებულები ვართ… წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.