თბილისში ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ქონება, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, გამოცხადებულ აუქციონზე ვერ გაიყიდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ქონება, ჩიქოვანის ქუჩაზე არსებული ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა და 16837 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 40.7 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა მყიდველის არარსებობის გამო სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქონების გასხვისება ვერ მოახერხა.

„ქალაქ თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში (ნაკვეთი 08/026) მდებარე 16837.00 კვ.მ. არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1-N12, N13 (ავზი), N14-N17 და N18 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობების (საკადასტრო კოდი N01.14.14.008.026) პრივატიზება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვროს 40 676 000 ლარის ოდენობით.

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვროს 4 067 600 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 10 000 ლარით“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ქონება, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, გამოცხადებულ აუქციონზე ვერ გაიყიდა. 20 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-ცენტრში-ერთ-ერთ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi