პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაახალი ინფორმაცია ვრცელდება ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

ახალი ინფორმაცია ვრცელდება ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

კასპში მომხდარი უმძიმესი დანაშაულისთვის, სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი კაცი დააკავეს.  43 წლის ზურაბ ბურდულმა, ყოფილი ცოლი, 34 წლის თათია ლომინაძე სასიკვდილოდ გაიმეტა.

კაცმა ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, ბენზინი შეასხა და მის დაწვას შეეცადა.  ქალი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

„დაზიანებები აქვს ძალიან სერიოზული. რამდენიმე სახის დაზიანებაა აქვს და დიაგნოზი არის ძალიან საშიში“- ამბობს ექიმი.

დანაშაული ე.წ. მირიანის დასახლებაში დღის 12 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ცეცხლმოკიდებული ახალგაზრდა ქალი სადარბაზოში დარბოდა და შველას ითხოვდა. მძიმე დანაშაული მამაკაცმა ყოფილი სიდედრის თანდასწრებით ჩაიდინა.

მეზობლები ამბობენ, რომ ქალს კაცმა მჟავა შეასხა, დაჭრა და ცეცხლი წაუკიდა.

„ანთებული რაღაც ესროლა გოგოს, მოედო წამებში, დავიბენი, რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, ყვითელ ქვიშას ვაყრიდი, რომელიც იქვე ეყარა, მერე სახლში შევვარდი, ფარდა ჩამოვწყვიტე და გადავაფარე. უკვე მოდებული ჰქონდა ცეცხლი, 5 წუთამდე ეკიდა, მერე მეზობელმაც რაღაც ჩამოაგდო და ისიც გადავაფარე. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ მოხდა. ხელები, სახე დამწვარი ჰქონდა…“, – ამბობს კაცი, რომელიც ფაქტს შეესწრო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზურაბ ბურდული მეუღლეზე წარსულშიც ძალადობდა. წყვილი ერთმანეთს 4 წლის წინ დაშორდა, მათ საერთო შვილი, 8 წლის გოგონა ჰყავთ. კაცი ცოლს შერიგებას სთხოვდა და ეჭვიანობის ნიადაგზე დროდადრო ფიზიკურად უსწორდებოდა. ზურაბ ბურდულს

„სამზარეულოში ვიყავი, შემომესმა მეზობელი კაცის განწირული ყვირილი… ცეცხლმოკიდებული თათია დავინახე, ასეთი რამ ფილმებში თუ მინახავს. თვალები სულ ამომწვარი ჰქონდა.

გაშორებულები იყვნენ, არ ურიგდება და იმიტომ ექცევა ეგრეო, სცემსო, ეჭვიანობდაო. დედის თვალწინ სცადა მისი დაწვა. ძალიან კარგი გოგოა თათია, ვლოცულობთ, რომ გადარჩეს“,- ამბობენ ადგილობრივები.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ბურდულს 20 წლამდე პატიმრობა ექმურება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს - ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი