ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაკახა კალაძე: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში არცერთი ავარიული ლიფტი არ იქნება

კახა კალაძე: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში არცერთი ავარიული ლიფტი არ იქნება

ეს არის ჩვენი კიდევ ერთ ახალი დაპირება, რომ ლიფტების პრობლემა ქალაქში მოგვარებული იქნება – მომდევნო ოთხ წელიწადში არცერთი ავარიული ლიფტი ქალაქში აღარ იქნება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე, რომელსაც თბილისის მერთან ერთად ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძეც უძღვებოდა.

კახა კალაძის განცხადებით, უკვე არსებობს შესაბამისი მონახაზი და ხედვაც ამის განსახორციელებლად.

„წინა წლებში იყო ძალიან მძიმე და ფატალური შემთხვევები ლიფტების ჩავარდნასთან, გაუმართაობასთან დაკავშირებით. უკვე გვაქვს მონახაზი, ხედვა, თანხებიც ვიცით და მთელი ქალაქის მასშტაბით 4 წლის განმავლობაში, არ იქნება არცერთი ავარიული და პრობლემური ლიფტი. ყველაფერი იქნება განახლებული. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ახალი დაპირება, რომ ლიფტების პრობლემა ქალაქში მოგვარებული იქნება.

შესაძლოა, ეს პირდაპირ ჩვენი ვალდებულება არ იყოს, იცით რომ არსებობს ამხანაგობები და მათ უნდა მოახდინონ, ზოგადად, სარემონტო სამუშაოების წარმოება, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლიფტების ჩანაცვლება განახორციელოს მუნიციპალიტეტმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებაზე საუბრისას აღნიშნა, ეს ის მიმართულებაა, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის, და არა მხოლოდ თბილისისთვის არის გამოწვევა და ძალიან დიდი რეფორმები ტარდება ამ მიმართულებით.

„ის პროექტები, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, რაღაც პერიოდის წინ შეიძლებოდა ყოფილიყო წარმოუდგენელი და ამ წლების განმავლობაში მართლაც ძალიან დიდი რეფორმა ჩატარდა და ბევრი სამუშაო შესრულდა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე.

„ჩვენ ვახერხებთ, გაცილებით ნაკლები ფინანსური რესურსის დახარჯვით, კერძო მესაკუთრეებთან და ბიზნესთან ერთად, არა თუ გავამაგროთ და დროებით მოვხსნათ პრობლემა, არამედ ადამიანებს მივცეთ ახალ თანამედროვე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, აბსოლუტურად გარემონტებულ ფართებში ცხოვრების შესაძლებლობა.
დინამიკის მიხედვით, 2022 წელს განხორციელდა 3 პროექტი, 2023 წელს – 5, ხოლო 2024-2025 წლებში – 17 პროექტი.
სულ ჯამში 25 პროექტი, რომელიც 1500-მდე ოჯახს უკავშირდება და ეს, რა თქმა უნდა წარმატებაა, გამომდინარე იქიდან, რომ დოტაცია არის ბევრად ნაკლები, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კორპუსის გამაგრებით, დროებითი პრობლემის მოგვარების შემთხვევაში“, – აღნიშნა ვიცე-მერმა.

  კლინიკა „ჰერას“ პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანი: “ჩვენ ვართ ხიდი ექიმსა და პაციენტს შორის”

მისი თქმით, ბიზნესსაც ეძლევა შესაძლებლობა, ავარიულობის IV–V კატეგორიების შემთხვევაში, განახორციელონ ჩანაცვლების პროგრამა.

„ეს პროგრამა არის მზარდი და ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც ავარიული სახლების ჩანაცვლების კუთხით, ბიზნესთან ერთად არის განხორციელებული“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის ისტორიულ არეალში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ 2026 წლიდან ახალი და ინოვაციური პროგრამა ამოქმედდება.

„ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით და 2026 წლიდან ვაფართოებთ ჩანაცვლების პროგრამას და ვთავაზობთ კერძო მესაკუთრეებს, რომ მუნიციპალიტეტი საბაზრო ღირებულებით გამოისყიდის მათ ფართებს, თეთრი კარკასის შეფასებით და არა მიწის ფასით. შემდგომ კი, უკვე მუნიციპალიტეტი განახორციელებს გამოთავისუფლებული არეალის საინვესტიციოდ მომზადებას. ამ გზით, ჩვენ ვინარჩუნებთ ისტორიულ ლანდშაფტს და არ ირღვევა ურბანული წესრიგი, ამასთანავე მესაკუთრე უზრუნველყოფილია სათანადო პირობებით“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისი თქმით, გრძელდება მუშაობა, იმისათვის, რომ ჯერ კიდევ არსებული გასხვისებული რეკრეაციული სივრცეების გამოსყიდვა მოხერხდეს მათი შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით.

ავტოფარეხების ჩანაცვლების პროექტზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ გვაქვს იმის ამბიცია, რომ კიდევ მეტი რეკრეაციული სივრცე შეიქმნას უსახური ავტოფარეხების ნაცვლად.

„ამ მიმართულებას ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ კერძო მესაკუთრეებთან და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდება“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.