ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებინაცისტების წინააღმდეგ მებრძოლი სტუდენტი — სოფი შოლის ისტორია

ნაცისტების წინააღმდეგ მებრძოლი სტუდენტი — სოფი შოლის ისტორია

სოფი შოლი გერმანელი სტუდენტი, არაძალადობრივი ანტინაცისტური ორგანიზაციის, „თეთრი ვარდის“ წევრი გახლდათ. ის დაიბადა ბადენ-ვიურტემბერგის რეგიონის ქალაქ ფორხტენბერგში, სადაც მის მამას, რობერტ შოლს მერის თანამდებობა ეკავა. ექვს და-ძმას შორის სოფი მეოთხე ბავშვი იყო. 1932 წელს ოჯახი გადავიდა ლუდვიგსბურგში, ორი წლის შემდეგ კი — ულმში, სადაც რობერტმა საბუღალტრო და საგადასახადო კომპანია შექმნა.

წიგნის მოყვარული სოფი განსაკუთრებით თეოლოგიით და ფილოსოფიით იყო გატაცებული. მამის, მისი მეგობრების და ზოგი მასწავლებლის მსოფლმხედველობა ძირეულად განსხვავდებოდა გერმანიაში 1933 წელს დამყარებული ნაცისტური იდეოლოგიისგან. მათი გავლენით, გოგონა კრიტიკულად განიმსჭვალა ხელისუფლების მიმართ. რამდენიმე წლის შემდეგ გესტაპომ დააკავა მისი და, ორ ძმასთან ერთად აკრძალულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში საქმიანობის გამო.

სოფიმ 1940 წელს დაამთავრა სკოლა და საბავშვო ბაღის აღმზრდელად დაიწყო ულმში მუშაობა. ომთან დაკავშირებული საჭიროებების გამო, მალე ექთნის კურსებზე გაგზავნეს. შრომის ეროვნულ სამსახურში გამალებულმა ინდოქტრინაციამ და დესპოტურმა დისციპლინამ მის გონებაში დამატებითი პროტესტი წარმოშვა. 1942 წლის მაისში გოგონამ მიუნხენის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მისი 25 წლის ძმა ჰანსი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა.

სოფის ორი ძმა მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე იბრძოდა, დედა ავადმყოფობდა, მამა კი, გასამართლების მოლოდინში საპატიმროში იმყოფებოდა იმის გამო, რომ თანამშრომელთან საუბრისას ჰიტლერს „ღვთის წყევლა“ უწოდა. კონსპირაციულ ჯგუფში თავიდან ჰანს შოლი და მისი ოთხი მეგობარი იყვნენ, რომელთაც სოფი ენთუზიაზმით შეუერთდა. იატაკქვეშა სტუდენტური ორგანიზაცია „თეთრი ვარდი“ სხვადასხვა მისამართზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი პროკლამაციების და გრაფიტის მეშვეობით მოუწოდებდა ხალხს გამოღვიძებისკენ.

ივლისში ჰანსი აღმოსავლეთის ფრონტზე გაიწვიეს მედიკოსად. საკუთარი თვალით ნანახმა ომის რეალობამ ის შეაძრწუნა. ნოემბერში გერმანიაში ჰანსის დაბრუნების შემდეგ სააგიტაციო ფურცლების დარიგება განახლდა.

მოწოდებებში აღნიშნული იყო, რომ ომს თან სდევდა საზოგადოების ეკონომიური და სულიერი დამონება, მორალური და რელიგიური ფასეულობების განადგურება, ამიტომ აუცილებელი იყო ომის შეჩერება, საბოტაჟი სამხედრო საწარმოებში, ოფიციალურ ცერემონიალებზე თუ საზოგადოებრივ ადგილებში.

  კეტჩუპი წამალი იყო - ძველი რეცეპტების უცნაური თავგადასავალი

როდესაც მესამე რაიხმა აღიარა სამხედრო კატასტროფა სტალინგრადთან, მიუნხენში კედლებზე გაჩნდა წარწერები „ძირს ჰიტლერი“, „თავისუფლება“, „ჰიტლერი — მკვლელი“.

ბავარია ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის აკვნად მიიჩნეოდა, საომარი მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების პოზიციების გაზიარებაზე უარის თქმა კი, უკვე დანაშაულად განიხილებოდა. 1943 წლის 18 თებერვალს სტუდენტები უნივერსიტეტში ღიად შეუდგნენ სააგიტაციო მასალის დარიგებას. ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შენიშნა, რომ სოფიმ უნივერსიტეტის აივნიდან პროკლამაციები ხალხის მასაში ისროლა და გესტაპოს ჯგუფი გამოიძახა. 17-საათიან დაკითხვას თან ახლდა წამება და სადისტური მოპყრობა, რომლის შედეგად 22 თებერვალს სასამართლო სხდომაზე სოფი მოტეხილი ფეხით წარდგა. ამის მიუხედავად, მას ამაყად ეჭირა თავი, უარი თქვა მონანიებაზე და იმედი გამოთქვა, რომ მათი მაგალითი ათასობით ადამიანს გამოაღვიძებდა და მოქმედებისკენ უბიძგებდა. სისასტიკით ცნობილმა მოსამართლემ, როლანდ ფრაისლერმა და-ძმა და მათი მეგობარი დამნაშავედ ცნო ღალატში და მათ სიკვდილი მიუსაჯა; ყველას გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი.

ომის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით, 1970-იანი წლებიდან, დესპოტიის წინააღმდეგ მებრძოლი შეუპოვარი გოგონა ლეგენდად გადაიქცა. მან გამოჩენილ გერმანელ პოლიტიკურ, საზოგადო თუ კულტურულ მოღვაწეთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. სოფი და ჰანს შოლის სახელი დაერქვა მიუნხენის უნივერსიტეტს, სადაც ისინი სწავლობდნენ. მათ სახელებს ატარებენ, აგრეთვე, სკოლები, სკვერები და ქუჩები სხვადასხვა ქალაქში. თეატრში, ლიტერატურაში, კინოში, მუსიკაში შეიქმნა ნაწარმოებები მათი სახელების უკვდავსაყოფად.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.