ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპრემიერი: „ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა,...

პრემიერი: „ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, ეს სასახლე არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი“

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, ეს სასახლე არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა და ძალიან დიდი სიხარულია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ამ ღონისძიებაში. წლევანდელი თბილისობის ერთგვარი სიმბოლური კულმინაციაა დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნა და ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ არაჩვეულებრივ სასახლეს ვუბრუნებთ განახლებული სახით, ახალი ბრწყინვალებით ჩვენს ახალგაზრდებს.

ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და მხოლოდ ამ თვალსაზრისით არ არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი. ეს არის სასახლე, რომელიც ინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ამ სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, როგორც შემოქმედები, ასევე მეცნიერების, სპორტის წარმომადგენლები და ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, განსაკუთრებული ზრუნვა გამოგვეჩინა ამ სასახლის მიმართ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას ინახავს ეს სასახლე. სწორედ ამ სასახლეში დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ. სწორედ აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და აქ ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს. ესეც არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვეკისრება ჩვენ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ.

ეს არის განსაკუთრებული ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა და ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის ინვესტიცია, რომელიც იდება მომავალი თაობების და ახალგაზრდების სასარგებლოდ. მრავალი თაობა აღუზარდა ამ სასახლემ ჩვენს ქვეყანას. ძალიან ემოციური იყო გოგონათა მიერ შესრულებული სიმღერა დღევანდელ დღეს და ესეც შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ის საქმე, რომელიც კეთდება ამ ეროვნულ სასახლეში“, – განაცხადა პრემიერმა.

  როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.