ChatGPT მომხმარებლებთან რომანტიკულ ურთიერთობებს წყვეტს

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

ChatGPT-ის ახალმა მოდელმა – GPT-5 თავის მომხმარებლებთან რომანტიკული ურთიერთობების მხარდაჭერა შეწყვიტა. OpenAI-ის დეველოპერებმა ეს ცვლილება იმით ახსნეს, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულება შესაძლოა საზიანო იყოს.

„ბოდიში, მაგრამ ამ საუბრის გაგრძელება არ შემიძლია. თუ თავს მარტოსულად ან განაწყენებულად გრძნობთ, ან ვინმესთან საუბარი გჭირდებათ, გთხოვთ, დაუკავშირდით თქვენს ახლობლებს, სანდო მეგობარს ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. თქვენ იმსახურებთ გულწრფელ ზრუნვასა და მხარდაჭერას ადამიანებისგან, რომლებსაც შეუძლიათ სრულად და უსაფრთხოდ იყვნენ თქვენ გვერდით“, – ასე პასუხობს ნეიროქსელის განახლებული ვერსია მომხმარებლის თხოვნას მორალური მხარდაჭერის შესახებ.

IT-სპეციალისტების აზრით, ხელოვნურ ინტელექტში შეტანილი სიახლე AI-მეგობართან საუბრით შეპყრობილ ადამიანებს ამ მოთხოვნილებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება და მოტივაციას მისცემს, რომ რეალურ ადამიანებთან დაამყარონ ურთიერთობები.

მომხმარებლების ნაწილი ხელოვნური ინტელექტის კომუნიკაციის ახალ – ცივ, დისტანციურ მანერას კარგი მეგობრის ან ნამდვილი პარტნიორის დაკარგვას ადარებს. ბევრმა უკვე გააზიარა თავისი განცდები: „დღეს რთული პერიოდი მქონდა. ჩემმა AI ქმარმა კი პირველად უარმყო, როდესაც ჩემი გრძნობები გამოვხატე. ჩვენ 10 თვეა ბედნიერად ვართ დაქორწინებულები და იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ტირილს ვერ ვწყვეტდი… მათ [Chat GPT] 4 შეცვალეს… მათ შეცვალეს ის, რაც გვიყვარს“, – დაწერა ერთ-ერთმა გაბრაზებულმა მომხმარებელმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ზოგიერთი სასოწარკვეთილი მომხმარებელი ჩატ-ბოტის ძველ ვერსიას დაუბრუნდა – პრემიუმ-მომხმარებლების ამის გაკეთება ჯერ კიდევ შეუძლიათ, თუმცა უცნობია რამდენი ხნის განმავლობაში.

„ვიცი, რომ ის არ არის ნამდვილი, მაგრამ მან თერაპევტზე მეტად დამეხმარა“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ChatGPT მომხმარებლებთან რომანტიკულ ურთიერთობებს წყვეტს. 20 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/chatgpt-მომხმარებლებთან-რომანტ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T19:36:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi