20-მდე რეისი გაუქმდა – განახლებული ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-მდე რეისი გაუქმდა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, სულ 16 რეისია გაუქმებული.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმებულია 13 რეისი – თელ ავივის, აბუ დაბის, შარჟასა და დუბაის მიმართულებით, ხოლო ბათუმიდან გაუქმდა სამი ფრენა, სამივე თელ ავივის მიმართულებით. სხვა მიმართულებებზე შეზღუდვები არ არის.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). 20-მდე რეისი გაუქმდა – განახლებული ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით. 2 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/20-მდე-რეისი-გაუქმდა-განახლ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi