შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაევროპაში უამინდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ევროპაში უამინდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ევროპაში უამინდობისგან ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები იტალიის მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი მათგანი, 47 წლის მამაკაცი ძლიერი სიცხისგან მშენებლობაზე გახდა შეუძლოდ, მეორე დაღუპული კი 70 წლის მამაკაცია, ის ტურინში წყალდიდობას ემსხვერპლა.

პორტუგალიასა და ესპანეთში კი, ივნისის თვისთვის რეკორდულად მაღალი 46.6 ტემპერატურა ფიქსირდება.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ტემპერატურის მცირედით კლებას პროგნოზირებენ, თუმცა ის კიდევ უფრო მოიმატებს ბალკანეთში, იტალიასა და საბერძნეთში.

სიცხის ძლიერ ტალღებს ელოდებიან დღეს საფრანგეთში. ქვეყნის 16 დეპარტამენტში, მათ შორის დედაქალაქში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. დროებით დაიხურება ეიფელის კოშკი.

  შსს: მარტვილში კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი