ევროპაში უამინდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ყველაზე მძიმე იყო ევროპის ისტორიაში - ჯანმო: სიცხის ახალი ტალღის გამო, ევროპას შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი კვირები ელოდეს

ევროპაში უამინდობისგან ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები იტალიის მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი მათგანი, 47 წლის მამაკაცი ძლიერი სიცხისგან მშენებლობაზე გახდა შეუძლოდ, მეორე დაღუპული კი 70 წლის მამაკაცია, ის ტურინში წყალდიდობას ემსხვერპლა.

პორტუგალიასა და ესპანეთში კი, ივნისის თვისთვის რეკორდულად მაღალი 46.6 ტემპერატურა ფიქსირდება.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ტემპერატურის მცირედით კლებას პროგნოზირებენ, თუმცა ის კიდევ უფრო მოიმატებს ბალკანეთში, იტალიასა და საბერძნეთში.

სიცხის ძლიერ ტალღებს ელოდებიან დღეს საფრანგეთში. ქვეყნის 16 დეპარტამენტში, მათ შორის დედაქალაქში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. დროებით დაიხურება ეიფელის კოშკი.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ევროპაში უამინდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 1 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ევროპაში-უამინდობას-ორი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi