რა მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში ფრანგი ინფლუენსერები

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ავიაკომპანიასთან Transavia ერთობლივი თანამშრომლობით, საფრანგეთიდან 8 ინფლუენსერს უმასპინძლა.

 

ტურის ფარგლებში, ინფლუენსერებმა თბილისი, მცხეთა, ანანური და სტეფანწმინდა მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კულტურასა და კულინარიას. გაცნობითი ტურის მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს.

ფრანგმა ინფლუესერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სოციალური ქსელებსა და პლატფორმებზე ვიდეო რგოლები, სთორები, რილსები და პოსტები მოამზადეს. ტურის მიზანი საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და საქართველოს ცნობადობის ამაღლება.

ავიაკომპანიამ Transavia პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები აპრილიდან დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რა მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში ფრანგი ინფლუენსერები. 29 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ფრანგი-ინფლუენსერები/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi