პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"ბევრი ჭორი გავრცელდა ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ, ხელთ მაქვს ექსპერტიზის პირველადი დასკვნა...

“ბევრი ჭორი გავრცელდა ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ, ხელთ მაქვს ექსპერტიზის პირველადი დასკვნა…

“მშვიდად განისვენე, ვანო ძია, ჩვენ შენს საქმეს გავაგრძელებთ!” – ამ სიტყვებით გამოაცილეს უკრაინიდან ცნობილი ქართველი მებრძოლი, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცეპოლკოვნიკი ვანო ნადირაძე. ის გულის შეტევით დაიღუპა. როგორც მისმა უახლოესმა მეგობარმა და თანამებრძოლმა ლაშა ძაგანაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ვანო პროტასივიარის ქუჩაზე იმყოფებოდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო და დახმარება ითხოვა: “ძალიან ცუდად ვარ და მომხედეთ”, – მისწერა მან მეგობრებს. შემდეგი მესიჯით კი საკუთარი ადგილმდებარეობა გააზიარა და დაწერა: “სასწრაფო გამოიძახეთ”. მეგობრებმა სასწრაფო დახმარება ოპერატიულად გაგზავნეს და თავადაც სწრაფად გაემართნენ დანიშნულების ადგილისკენ, თუმცა ვანო უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

“სულ სჯეროდა, რომ რუსეთის დამარცხებას მოესწრებოდა”

ლაშა ძაგანაშვილი, უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი: – კიევის ცენტრში 5 თუ 6 კაცი ვიჯექით, მათ შორის იყო ჩვენი ვანიჩკა. ჩვენ ჩაი დავლიეთ, ცხონებულმა ყავა. ძალიან კარგ ხასიათზე იყო. ვისაუბრეთ და დავიშალეთ. ჯერ კიდევ გზაში ვიყავი, შეტყობინება რომ მომივიდა, ძაგან, ცუდად ვარ, მიშველეო. ჩემთან ერთად კიდევ ერთი ჩვენი საერთო მეგობარი იყო, როგორც კი ნაწერს დავხედე, პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფოში დავრეკეთ. მივაწოდეთ ინფორმაცია, ამა და ამ ტრასაზე სამხედრო მანქანაში ზის სამხედრო პირი, რომელსაც გული აწუხებს-მეთქი, და მაშინვე ჩვენც იქით გავქანდით. 15 წუთში ადგილზე მივედით და ვხედავთ – ვანო სასწრაფოს მანქანაში ზის. ჯერ ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს, მერე რაღაც დენებზე შეაერთეს, ამას გარდა ათასი რამ გადაუსხეს… გარკვეული პერიოდის შემდეგ მანქანიდან ექიმი გადმოვიდა და გვითხრა, ვერ გადავარჩინეთო… როგორც ექიმებთან საუბრისას გავარკვიეთ, ვანო საკუთარი ფეხით გადმოსულა მანქანიდან და სასწრაფოშიც თავად ასულა. ჭარხალივით წითელი ყოფილა. სასწრაფოს სკამზე რომ დამჯდარა, ექიმებს ისევ უკითხავთ, ახლა როგორ გრძნობ თავსო, და უთქვამს, აი, ახლა ვგრძნობ, რომ გონება უნდა დავკარგოო, და კიდეც გათიშულა.

გული აწუხებდა და შაქარიც ჰქონდა. მოწამვლაზე ჩვენც გვაქვს ეჭვი – არ ვიცით, ჩვენთან შეხვედრამდე ვინმე ნახა თუ არა… ვცდილობთ ყველაფერი გავარკვიოთ.

  ვინ ცხოვრობდა სოლოლაკში — თბილისის ელიტარული უბნის დამალული ისტორიები

ვანოს სამშობლო უყვარდა, ჩვენ ახალგაზრდები ვუყვარდით, ცდილობდა ყველაფერი, რაც იცოდა, ჩვენთვის ესწავლებინა. ჩვენ გამო სულ ნერვიულობდა, თუ საფრთხეში ვიყავით, ჩვენზე მეტად განიცდიდა. მამაჩემის სიკვდილის მერე თვალიდან ცრემლი არ წამომსვლია და ახლა ვიტირე. სულ სჯეროდა, რომ რუსეთის დამარცხებას მოესწრებოდა… მისი ყველაზე დიდი ოცნება აფხაზეთის დაბრუნება იყო.

“სამშობლო დედასავით უყვარდა”

რომეო ფარულავა, თანამებრძოლი და უახლოესი მეგობარი: – ვანო იმ დღეს გავიცანი, უკრაინაში რომ ჩავედი – 2022 წლის 4 მარტს, დილის 5 საათზე. მე და გიორგი ფარცვანიას დაგვხვდა. უმაგრესი მეთაური იყო, პირველი შედიოდა ფრონტის ხაზზე და ბოლო გამოდიოდა. სამშობლო დედასავით უყვარდა.

2022 წელს წინა ხაზზე ვიყავით… 19 მარტს რომ შევედით, 23 აპრილს მე დაჭრილი გამომიყვანეს, 24 მარტის დილას კი ვანო და ბიჭები გამოვიდნენ. ოფიციალურად სწორედ იმ დღეს გათავისუფლდა რუსი ოკუპანტებისგან ირპენიც და ბუჩაც. ერთი საგულისხმო ამბავიც მინდა გიამბოთ: ახალი ჩასული ვიყავი, კონკრეტული დისლოკაციის ადგილზე ხუთი მეთაური იდგა. მოვიდა ინფორმატორი და მეგონა, უკრაინელი მეთაურებისკენ გაემართებოდა, თუმცა ვანოსთან მივიდა და ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი კოორდინატები მიაწოდა… ამ ინფორმაციის შემდეგ, რუსების სამეთაურო შტაბი განადგურდა.

ვანო უდიდესი პატრიოტიც იყო და უდიდესი გულიც ჰქონდა. საკუთარი ხელით აწყობდა დრონებს, პროფესიონალი ამფეთქებელი იყო… გამუდმებით აწყობდა თავის “ჩიტებს” და სულ ნაწილების ძიებაში იყო, რომ რაც შეიძლება შორ მანძილზე გაფრენის საშუალება მიეცა. ჩემი ჩიტისთვის მჭირდებაო, იტყოდა ხოლმე… აი, ეს იყო მისი საფირმო სიტყვა. ერთ საბედისწერო დღეს ირპენში დათო რატიანი და ბეროშვილი რომ დაიღუპნენ, ბაზაში მყოფებს რაციები ჩართული გვქონდა და როდესაც დაიძახეს, ქართველები დაიღუპნენო, ვანო ვერ გაჩერდა და ჩვენი უკრაინელი მეგობრების დახმარებით იმ ბიჭების გამოყვანის ოპერაციაში მივიღეთ მონაწილეობდა.

ბევრი ჭორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ. ხელთ მაქვს ექსპერტიზის პირველადი დასკვნა, რომლის თანახმად, ჩვენი ძმა ვანიჩკა გულის შეტევით გარდაიცვალა. უნდა დაიხუროს ეს საკითხი, ვანოს უკან დგას მისი სახელი, ოჯახი, მისი ქართველი, უკრაინელი და ჩეჩენი ძმები, ასევე მისი სამსახური. მისი გარდაცვალების მიზეზია მუდმივ საფრთხეში ყოფნა, რუსული სპეცსამსახურების დევნა, ცუდი კვება, ცუდი ძილი, ნერვიულობა, უმთავრესად ოჯახის წევრებისა და საფიცარი სამშობლოს გამო… კიდევ ერთხელ გთხოვთ, შეეშვით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას.

  სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა. ბრძანებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს

– გავრცელდა ვერსია, რომ კიევის ცენტრში, სადაც ის მეგობრებთან ერთად ჩაის სვამდა, რაღაც შელაპარაკება იყო…

– იცით, რამდენჯერ მომსვლია ვანოსთან შეკამათება? ვიღაცები შეთქმულების თეორიებს იგონებენ. შეიძლება რაღაც მომენტში ურთიერთობებში მკაცრი იყო, მაგრამ ბავშვივით ჩვილი გული ჰქონდა. ხშირად უთქვამს, რომჩიკ, ხომ იცი, ჩემს ენას ძვალი არა აქვსო… გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.