დღეიდან სასამართლო სხდომები სატელევიზიო გადაღების გარეშე იმართება.
ცნობისთვის, დღეიდან „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესული ის ცვლილებები ამოქმედდა, რომლითაც სასამართლოში მედიის მუშაობა შეიზღუდა.
სასამართლოს ეზოში, შენობასა და სხდომის დარბაზში დაუშვებელი გახდა ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს.
სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, შეიძლება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაუშვან.
📌 ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. დღეიდან სასამართლო სხდომები სატელევიზიო გადაღების გარეშე იმართება [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 26]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%9b/
sheniekimi.ge

