The New York Times-მა საუკუნის საუკეთესო ფილმები დაასახელა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

The New York Times-მა XXI-ე საუკუნის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის 500-ზე მეტი წარმომადგენლის გამოკითხვის საფუძველზე შეადგინეს. მათ შორის იყვნენ მსახიობები, რეჟისორები და სცენარისტები – ჯულიანა მური, პედრო ალმოდოვარი, სოფია კოპოლა, ბარი ჯენკინსი, გილერმო დელ ტორო და სხვები.

რეიტინგის პირველ ადგილზე სამხრეთკორეული ფილმი „პარაზიტები“ (2019) გავიდა, რომლის რეჟისორიც პონ ჯუნ ჰოა. The New York Times-ის შეფასებით, რეჟისორი თავისუფლად აერთიანებს ჟანრებს – კომედიიდან სოციალური დრამის ჩათვლით.

მეორე ადგილი დაიკავა დევიდ ლინჩის ფსიქოლოგიურმა თრილერმა „მალჰოლანდ დრაივი“ (2001), რომელიც თავად რეჟისორის სცენარით არის გადაღებული.

მესამე პოზიცია ერგო პოლ თომას ანდერსონის დრამას „ნავთობი“ (2007). ფილმი მოგვითხრობს ნავთობის მაგნატის წარმატების გზაზე და ძალაუფლებისა და კაპიტალის ირგვლივ განვითარებულ კონფლიქტებზე. მთავარ როლს სურათში დენიელ დეი-ლუისი ასრულებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). The New York Times-მა საუკუნის საუკეთესო ფილმები დაასახელა. 30 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/the-new-york-times-მა-საუკუნის-საუკეთესო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi