შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემააშშ-ში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც 20 პარაშუტისტი გადაჰყავდა

აშშ-ში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც 20 პარაშუტისტი გადაჰყავდა

აშშ-ში, ტენესის შტატში, თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 20 პარაშუტისტი და ეკიპაჟი იმყოფებოდა. CNN-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი კოფის ოლქში ჩამოვარდა.

მედიის ცნობით, 3 მძიმედ დაშავებული კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს, კიდევ ერთი კი სასწრაფო დახმარების ავტომობილით. თვითმფრინავში მყოფმა სხვა პირებმა უმნიშვნელო ტრავმები მიიღეს და მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ავიაკატასტროფის შედეგად არავინ დაღუპულა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ხმელეთზე არავინ დაზარალებულა.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავის უკანა და წინა ნაწილი აქვს დაზიანებული, როგორც ვარაუდობენ, ფრენის დროს თვითმფრინავმა კუდის ნაწილები დაკარგა, ხმელეთთან შეჯახების შემდეგ, კი წინა ნაწილიც დაზიანდა.

ავიაკატასტროფის საქმეს, სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია იძიებს.

  ვარჯიში ხერხემლისა და კისრის ტკივილის დროს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი