“ჩვენ წლის დასაწყისში ხელი მოვაწერეთ ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს, ახალ ბანკს შორის ყოვლის მომცველ მემორანდუმს და სწორედ მემორანდუმის ამ მიმართულების აღსრულებას ემსახურება ეს ვიზიტი“-ნათია თურნავა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ნათია თურნავა ჩინეთის ტრანს-სასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის პრეზიდენტს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სი-აი-პის (CIPS-ს) შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის ჩინური სისტემის გლობალურ ქსელთან წვდომის საკითხები განიხილეს.

სტუმრები შეხვდნენ ქართული კომერციული ბანკების წარმომადგენლებსაც – შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება.

“ჩვენ წლის დასაწყისში ხელი მოვაწერეთ ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს, ახალ ბანკს შორის ყოვლის მომცველ მემორანდუმს და სწორედ მემორანდუმის ამ მიმართულების აღსრულებას ემსახურება ეს ვიზიტი. შედგა საინტერესო შეხვედრები როგორც ჩვენ გუნდთან, ასევე საქართველოს წამყვან კომერციულ ბანკებთან. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ამ გლობალურ ქსელში, რომელშიც 180-მდე ქვეყნის 5 000-მდე სხვადასხვა ბანკი მონაწილეობს ჩვენი ბანკებიც ჩაერთონ, ეს უფრო მეტად გაამარტივებს გადახდებს, გადარიცხვებს, ტრანზაქციებს”, – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). “ჩვენ წლის დასაწყისში ხელი მოვაწერეთ ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს, ახალ ბანკს შორის ყოვლის მომცველ მემორანდუმს და სწორედ მემორანდუმის ამ მიმართულების აღსრულებას ემსახურება ეს ვიზიტი“-ნათია თურნავა. 17 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩვენ-წლის-დასაწყისში-ხელ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi