მედიის ცნობით, 3 მძიმედ დაშავებული კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს, კიდევ ერთი კი სასწრაფო დახმარების ავტომობილით. თვითმფრინავში მყოფმა სხვა პირებმა უმნიშვნელო ტრავმები მიიღეს და მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ავიაკატასტროფის შედეგად არავინ დაღუპულა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ხმელეთზე არავინ დაზარალებულა.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავის უკანა და წინა ნაწილი აქვს დაზიანებული, როგორც ვარაუდობენ, ფრენის დროს თვითმფრინავმა კუდის ნაწილები დაკარგა, ხმელეთთან შეჯახების შემდეგ, კი წინა ნაწილიც დაზიანდა.
ავიაკატასტროფის საქმეს, სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია იძიებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). აშშ-ში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც 20 პარაშუტისტი გადაჰყავდა. 9 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თვითმფრინავი/
