TikTok-ი აშშ-ში დაბრუნდა და ტრამპს მადლობა გადაუხადა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სოციალურმა ქსელმა TikTok-მა აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებლის მომსახურება განაახლა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ 90 დღით გადაავადებს TikTok-ის აკრძალვის ამოქმედებას.

19 იანვარს, ღამით, სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში TikTok-ი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მასთან ერთად იმუშავებს საკითხის გრძელვადიან მოგვარებაზე, რაც შესაძლებელს გახდის აშშ-ში TikTok-ის შენარჩუნებას.

იმ მიზეზით, რომ TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance პეკინს აძლევს ამერიკელების შესახებ მონაცემების შეგროვებისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის შესაძლებლობას, შეერთებული შტატების კონგრესმა 2024 წლის აპრილში კანონი მიიღო და ByteDance-ს მოსთხოვა, პლატფორმა ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს.

ჩინურმა კომპანიამ, რომელმაც კანონი მომხმარებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა, TikTok-ის გაყიდვაზე უარი თქვა. აშშ-ში ამ სოციალური ქსელის ამკრძალავი კანონი 2025 წლის 19 იანვარს ამოქმედდა და TikTok-ი გაითიშა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). TikTok-ი აშშ-ში დაბრუნდა და ტრამპს მადლობა გადაუხადა. 20 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/tiktok-ი-აშშ-ში-დაბრუნდა-და-ტრამ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi