„აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა – რას ითვალისწინებს ცვლილებები

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

„აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა.ინფორმაციას  სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერები გაზრდილ თანადაფინანსებას მიიღებენ.

ცვლილებების თანახმად, თუ დაზღვევის ობიექტი მდებარეობს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება 75%-ით, ნაცვლად 70%-ისა.

პროგრამაში შესული ცვლილებით, სადაზღვევო კომპანიას საშუალება ეძლევა მეტად ოპერატიულად და ზუსტად შეაფასოს დაზარალებულთა რაოდენობა და ზარალის ხარისხი, შეამციროს იმ შეტყობინებების რაოდენობა, რომელიც არ მოითხოვს რეაგირებას.

“სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ფერმერებსა და აგრობიზნესში ჩართულ პირებს დააზღვიონ მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება და მისი პირობები პერიოდულად იცვლება, რაც მისი გრძელვადიანი მდგრადობის წინაპირობაა.

აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე www.rda.gov.ge“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში”, – წერია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა – რას ითვალისწინებს ცვლილებები. 22 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აგროდაზღვევის-სახელმწ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi