სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ალბანეთის ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ალბანეთის ეკლესიის მთელ სისავსეს და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ!” – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ალბანეთის ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 27 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სრულიად-საქართველოს-კათ-3/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi