„საავადმყოფო უკვე დატოვა. არ საჭიროებდა სტაციონარის პირობებში მკურნალობას და, შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე“ – ზურაბ ჩხაიძე პაპუნა ლოცულაშვილზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გორში, კომბინატის დასახლებაში საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე გაგრძელდა. პარალელურად, გამოკითხვები მიმდინარეობდა საგამოძიებო უწყებაში.

სამართალდამცველების მიერ დაკავებული პაპუნა ლოცულაშვილი, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გაათავისუფლეს.
გამოკითხვის შემდეგ ის თბილისში, “ვივამედში” გადმოიყვანეს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით მან საავადმყოფო უკვე დატოვა.

“პაციენტი კონსულტირებული იქნა სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ, მათ შორის, ტრავმატოლოგი, ქირურგი, ნევროლოგი. ძირითადად, აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები. ყველა სახის დაზიანება, რაც აღენიშნებოდა პაციენტს, დაფიქსირებულია კონსულტაციების მიერ, მათ შორის, მეორე ნეკნის მოტეხილობაც.

მას, დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, ექიმი-სპეციალისტების მიერ ჩაითვალა, რომ არ საჭიროებდა სტაციონარის პირობებში მკურნალობას და, შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „საავადმყოფო უკვე დატოვა. არ საჭიროებდა სტაციონარის პირობებში მკურნალობას და, შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე“ – ზურაბ ჩხაიძე პაპუნა ლოცულაშვილზე. 28 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საავადმყოფო-უკვე-დატოვა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi