თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ, გზის დაზიანებული მონაკვეთისა და საფეხმავლო ბილიკის გამაგრება მიმდინარეობს. როგორც დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, სამუშაოების ძირითადი ნაწილი მაისის ბოლოსთვის დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა აღდგება.
მონაკვეთზე მოეწყო სამშენებლო მოედანი და მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის ტიპი. პარალელურად, მიმდინარეობს მოსამზადებელი და გამაგრებითი სამუშაოები.
„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც გზა ჩამოიშალა, სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ რიგში, მომზადდა სამუშაო მოედანი. გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს წყალუხვობა. გაზაფხულია და მტკვარი ადიდებულია, რაც გარკვეულწილად, აფერხებს სამუშაოებს.“, — განაცხადა კალაძემ.
დაზიანება რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. დაახლოებით 50-მეტრიან მონაკვეთში წარმოიქმნა ბზარები როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე საფეხმავლო ბილიკზე. დეფორმაცია შეეხო მდინარისპირა ნაპირსამაგრ კედელსაც. სპეციალისტების განმარტებით, მიზეზი მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინება გახდა, ასევე მტკვრის ზემოქმედება და წყლის დონის სეზონური მერყეობა.
დეფორმაციის დაფიქსირებისთანავე, თბილისის მერიამ მოძრაობა დროებით შეაჩერა და ტერიტორიაზე გადაუდებელი სამუშაოები დაიწყო. პროექტს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს და მისი საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია