მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს — მოძრაობა მაისის ბოლოს აღდგება

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ, გზის დაზიანებული მონაკვეთისა და საფეხმავლო ბილიკის გამაგრება მიმდინარეობს. როგორც დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, სამუშაოების ძირითადი ნაწილი მაისის ბოლოსთვის დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

მონაკვეთზე მოეწყო სამშენებლო მოედანი და მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის ტიპი. პარალელურად, მიმდინარეობს მოსამზადებელი და გამაგრებითი სამუშაოები.

„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც გზა ჩამოიშალა, სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ რიგში, მომზადდა სამუშაო მოედანი. გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს წყალუხვობა. გაზაფხულია და მტკვარი ადიდებულია, რაც გარკვეულწილად, აფერხებს სამუშაოებს.“, — განაცხადა კალაძემ.

დაზიანება რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. დაახლოებით 50-მეტრიან მონაკვეთში წარმოიქმნა ბზარები როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე საფეხმავლო ბილიკზე. დეფორმაცია შეეხო მდინარისპირა ნაპირსამაგრ კედელსაც. სპეციალისტების განმარტებით, მიზეზი მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინება გახდა, ასევე მტკვრის ზემოქმედება და წყლის დონის სეზონური მერყეობა.

- Advertisement -
Ad imageAd image

დეფორმაციის დაფიქსირებისთანავე, თბილისის მერიამ მოძრაობა დროებით შეაჩერა და ტერიტორიაზე გადაუდებელი სამუშაოები დაიწყო. პროექტს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს და მისი საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს — მოძრაობა მაისის ბოლოს აღდგება. 18 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მტკვრის-მარცხენა-სანაპი-2/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-19T00:42:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi