პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„მამას 16 წლის ასაკში ზუსტად ის ადგილი აქვს დახატული, სადაც გარდაცვლილი იპოვეს“

„მამას 16 წლის ასაკში ზუსტად ის ადგილი აქვს დახატული, სადაც გარდაცვლილი იპოვეს“

მომღერალი ლაშა ღლონტი გვიამბობს­ მამაზე, გაიხსენებს დაუვიწყარ ამბავს გოგი დოლიძესა და ქართველ ემიგრანტებზე…

“მამა ჩემი კუმირია”

– ხომ იცით, მამაშვილობის ამბავი – რომ წამოიზრდები, VII-VIII კლასიდან უკვე “კაცობ”, გგონია, რომ შენ ყველაფერი იცი და მშობლებმა არაფერი, პრეტენზიები გაქვს… მამაჩემი რომ გარდაიცვალა, მას შემდეგ ბევრ რამეს მივხვდი… ბავშვობაში სადმე წასვლა თუ არ მინდოდა და ვინმე­ მომაკითხავდა, მათ ვეუბნებოდი, უთხარით, რომ სახლში არ ვარ-მეთქი. მათ კი ტყუილის თქმა არ შეეძლოთ, წითლდებოდნენ და სიმართლეს ეუბნებოდნენ. ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება, მამას ტყუილი ეთქვას…

სულ მიკვირს, მამა როგორ ცხოვრობდა,­ მის შემოსავალი მხოლოდ ხელფასი იყო, კერძო შეკვეთებზე ფულს არასდროს იღებდა და როგორ ახერხებდა, არაფერი მოგვკლებოდა, დღემდე ვერ ამოვხსენი.

მამა სამხატვრო სასწავლებლის დირექ­ტ­ორი გახლდათ. კომუნისტების დროს წესი იყო, უმაღლესში რომ მოხვედრილიყავი,­ სამხატვრო და მსგავს სასწავლებლებს ლიმიტს უწესებდნენ. მაგალითად, სამხატვრო აკადემიისთვის ამ სასწავლებელს ჰქონდა­ 2-კაციანი ლიმიტი და ამ 2 ადგილზე ხოცვა იყო. როცა გამოცდის ჩასაბარებლად ლიმი­ტით გადიოდი, ფაქტობრივად, უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა გარანტირებუ­ლი­ გქონდა. ამ წესს ბევრი ადამიანი პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდა, გარ­კვეული სარგებლის მიღების მიზნით და ის ხვდებოდა სასწავლებელში, ვისაც არ ეკუთვნოდა. მამა ყოველთვის ეძებდა სოფელში მცხოვრებ ნიჭიერ ბავშვებს და ლიმიტს მათ სჩუქნიდა.­ ერთ დღეს სახლში მოსული წუხდა, ხვალ ის ბიჭი გამოცდაზე უნდა გავიდეს და ნეტავ მატარებლის ფული მაინც თუ აქვს, რომ წავიდეს და ჩააბაროსო. დედამ უთხრა, ადამიანო, ასეთი საქმე­ გაუკეთე და კიდევ განიცდიო? აი, ასეთი კაცი იყო მამაჩემი. კაცი, რომელიც ჩემთვის არის სამაგალითო წესიერებით, პატიოსნებით, სამართლიანობით…

სულ ვცდილობ, საკუთარ ქცევებს მამის თვალით შევხედო, მოეწონებოდა? მამას საკუთარი სინდისის ხმასთან ვაიგივებ. მასთან ფარული დიალოგი სულ მაქვს და მიხარია, ასეთი მაგარი მამა რომ მყავდა.

უკვე დიდი ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა – მას ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, ვეძებდით… სრულად

  ცვლილება, რომელიც საავტობუსო ზოლს ეხება - კიდევ ვის შეუძლია ავტობუსის ხაზში იმოძრაოს?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი