ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიმკვლელობით დასრულებული დაპირისპირება ორ კლანს შორის - „დამპალოს სასაფლაოზე“ ჩატარებული სპეცოპერაცია და...

მკვლელობით დასრულებული დაპირისპირება ორ კლანს შორის – „დამპალოს სასაფლაოზე“ ჩატარებული სპეცოპერაცია და საქმის დეტალები

ვარკეთილი, ე.წ. დამპალოს სასაფლაო – “კურიერმა” ის ადგილი გადაიღო, სადაც  სპეცოპერაცია ჩატარდა. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა 50 წლის მამაკაცი აიყვანეს.

“კურიერის” ინფორმაციით, დაკავებული გელა უძილაურია, პოლიციამ ჯანგველაძის სავარაუდო მკვლელი იმ დროს დააკავა, როდესაც ის ქუჩაში გადაადგილდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გელა უძილაურმა, 15 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და ადგილზე მოკლა. დაიჭრა ერთი პირი. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც გააკეთა. ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რომ სამართალდამცველებმა დამნაშავის ვინაობა შემთხვევიდან მალევე დაადგინეს.

გელა უძილაური ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და მას სამართალდამცველები კითხავენ.

მკვლელობა ჭავჭავაძის გამზირზე 15 მარტს, 23 საათზე მოხდა – შემთხვევიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლული იყო ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა. ერთ-ერთი ვერსიით, ლევან ჯანგველაძე თბილისში, ახლობლის პანაშვიდზე იყო ჩამოსული.

სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები მკვლელობიდან მალევე გავრცელდა. მასალაში კარგად ჩანს, როგორ ელოდება, სავარაუდოდ გელა უძილაური, ლევან ჯანგველაძე. ვიდეოთი ირკვევა, რომ სადარბაზოდან გამოსულ მსხვერპლს ქილერი ზურგიდან აედევნა და დაახლოებით ათჯერ ესროლა, ამის შემდეგ კი დამნაშავემ ტერიტორია ნაფარეულის ქუჩის გავლით დატოვა. კვალი ფალიაშვილზე იკარგებოდა.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება, გამოიკითხებიან მოწმეებიც. “კურიერისთვის” ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიციამ უკვე გამოჰკითხა დაკავებულის ოჯახის წევრებიც. გელა უძილაურის შვილის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკაც. ადვოკატი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებს დაესწრო, დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობს.

ამ დრომდე უცნობია ოფიციალური ინფორმაცია დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ე.წ. კანონიერი ქურდების ორ კლანს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

primetime.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რა უნდა მიირთვათ ნეპალში

რა უნდა მიირთვათ ნეპალში

19 March, 2025
იცოდით, რომ ზოგიერთი საკვები შეიძლება თქვენს მხედველობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს?

იცოდით, რომ ზოგიერთი საკვები შეიძლება თქვენს მხედველობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს?

მარტი 19, 2025
იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

მარტი 19, 2025
 ამინდის შეცვლის რიტუალები ძველ მესხეთში –  მარილიანი ტაფა, თქმულებები, ლოცვები

 ამინდის შეცვლის რიტუალები ძველ მესხეთში –  მარილიანი ტაფა, თქმულებები, ლოცვები

მარტი 19, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე – „როიტერსი“ საქართველოს შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს

საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე – „როიტერსი“ საქართველოს შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს

მარტი 19, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ იდეალური და მწიფე ავოკადო

როგორ შევარჩიოთ იდეალური და მწიფე ავოკადო

მარტი 19, 2025
ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

მარტი 19, 2025
ვიზა და გერმანიაში შესვლა – გზამკვლევი შენთვის

ვიზა და გერმანიაში შესვლა – გზამკვლევი შენთვის

19 მარტი 2025
რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება — როგორ შეძლებთ გადაადგილებას

რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება — როგორ შეძლებთ გადაადგილებას

მარტი 19, 2025
საქართველოდან ღვინის ექსპორტი 38.4%-ით შემცირდა — სად და რა ფასად იყიდება ქართული ღვინო

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 38.4%-ით შემცირდა — სად და რა ფასად იყიდება ქართული ღვინო

მარტი 19, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი