ადამიანებით ვაჭრობის გახმაურებული სკანდალი საფრანგეთში – ერთ-ერთი ბრალდებული ქართველია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საფრანგეთში შამპანურის ბიზნესში დასაქმებული ყურძნის მკრეფების სამუშაო პირობები ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით დაწყებული გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამ ადამიანს – ყირგიზ ქალს, ქართველ მამაკაცს და ფრანგ მამაკაცს – ბრალი ედებათ 50-ზე მეტი სეზონური მუშის ექსპლუატაციაში, რომელთა უმეტესობა დასავლეთ აფრიკიდან არის.

მუშები, რომელთაგანაც ყველა არალეგალური მიგრანტია, 2023 წლის სექტემბერში, მოსავლის აღების დროს აღმოაჩინეს – ისინი ვიწრო ოთახებში, ანტისანიტარულ პირობებში ნესლ-ლე-რეპონში, რეიმსის სამხრეთ-დასავლეთით, შამპანის რეგიონის გულში, ერთ-ერთ შენობაში ცხოვრობდნენ.

მიგრანტები პარიზში მცხოვრები დასავლეთ აფრიკის სონინკეს ეთნიკური თემისთვის WhatsApp-ის ჯგუფური შეტყობინების საშუალებით დაიქირავეს. შეტყობინებაში მათ შამპანის რეგიონში “კარგად ანაზღაურებად სამუშაოებს” ჰპირდებოდნენ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ადამიანებით ვაჭრობის გახმაურებული სკანდალი საფრანგეთში – ერთ-ერთი ბრალდებული ქართველია. 20 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საფრანგეთში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi