დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი თავდგირიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თავდგირიძის განცხადებით, მობილიზებულია როგორც რამდენიმე ათეული სპეციალური ტექნიკა, ისე მუნიციპალიტეტის 700-მდე თანამშრომელი, რომლებსაც მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც უწევენ დახმარებას.
“დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა – ბათუმის მერია, არჩილ ჩიქოვანი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო და აჭარის მთავრობა, თორნიკე რიჟვაძე. მობილიზებულია 70-მდე სპეციალური ტექნიკური საშუალება და მუნიციპალიტეტის 700-ზე მეტი თანამშრომელი. ამასთანავე გვეხმარებიან მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც საკრებულოს წევრებთან ერთად უბნების მიხედვით არიან გადანაწილებული. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზებისა და ხე-მცენარეების თოვლის საფარისგან გაწმენდა. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმ მოქალაქეებთან, რომლებმაც დახმარებისთვის მოგვმართეს,” – წერს ირაკლი თავდგირიძე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მობილიზებულია 70-მდე სპეციალური საშუალება და მუნიციპალიტეტის 700-ზე მეტი თანამშრომელი, გვეხმარებიან მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლები” – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. 25 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მობილიზებულია-70-მდე-სპეცი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T03:31:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
