პოლიციამ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2004 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ბ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ა.ა.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უაკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო ბ.ი. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ა.-ს თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ბ.ი., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პოლიციამ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. 29 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პოლიციამ-ბათუმში-განზრახ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi