რას ჰყვება გოგო, ვის სახლშიც ტრაგედია დატრიალდა და ვინ არის მამაკაცი, რომელიც ოზურგეთში, მეზობელთან დასახმარებლად მისული, ტრაგიკულად დაიღუპა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

სტიქიამ გურიაში ათობით სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მისი სახლი, სადაც ბებო მარტო ცხოვრობდა სრულიად დაინგრა, მოხუცის მოსაკითხად მისული ახლობელი კი ამ ამბავმა შეიწირა.

როგორც თათია დედოფალიძე სოციალურ ქსელში წერს, არანაირი სამაშველო და სასწრაფო დახმარება ადგილზე არ ყოფილა, სახლის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი კი მეზობლებმა შიშველი ხელებით ამოიყვანეს.

გარდაცვლილი იური ჭუმბურიძეა, რომელიც მეზობელს ეხმარებოდა.

“დაინგრა ჩემი სახლი, სადაც მარტო ცხოვრობს ბებო. არანაირი სამაშველო და სასწრაფო დახმარება იქ არ ყოფილა. ბებოს მოსაკითხად მისული ოჯახის მეგობარი შეეწირა ამ ამბავს, როდესაც სახლმა ტკაცუნი(ნგრევის ხმა) დაიწყო, გაზის გადასაკეტად წასვლა გადაწყვიტა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მეორემ ბებოს ხელი კრა და მცირე დაზიანებით გადარჩა. სახლის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი მეზობლებმა შიშველი ხელებით ამოიყვანეს რამდენიმე საათის შემდეგ. არც სახურავის გადათოვლა მიდიოდა და არც დახმარება ყოფილა ადგილზე, გმირი მეზობლების გარდა!” – წერს თათია დედოფალიძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რას ჰყვება გოგო, ვის სახლშიც ტრაგედია დატრიალდა და ვინ არის მამაკაცი, რომელიც ოზურგეთში, მეზობელთან დასახმარებლად მისული, ტრაგიკულად დაიღუპა. 25 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რას-ჰყვება-გოგო-ვის-სახლშ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T03:31:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi