ისრაელში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

თელ-ავივში, ნაჰალათ ბინიამინის ქუჩაზე, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა. როგორც BBC წერს, იხილოვის საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება 3 ადამიანი, რომელთაგანაც ერთის მდგომარეობა მძიმეა – მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, თავდამსხმელი მაროკოს მოქალაქე იყო. ამასთან, ჰქონდა ამერიკაში მუდმივი ბინადრობის უფლება.

მამაკაცი ისრაელში, ტურისტული ვიზით, 18 იანვარს შევიდა. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ისრაელში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა. 22 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ისრაელში-დანით-შეიარაღე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi