წყალდიდობამ 5 ადამიანი იმსხვერპლა – სტიქია ვირჯინიაში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ, დასავლეთ ვირჯინიაში 5 ადამიანი, მათ შორის, 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა. ამასთან, მაშველები რამდენიმე დაკარგულ ადამიანს ეძებდნენ. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხელისუფლება გზების, ხიდების, გაზსადენების და სხვა ინფრასტრუქტურის დაზიანების შეფასებას ახორციელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოულოდნელმა წყალდიდობამ, ინფრასტრუქტურა და გზები დატბორა. ოჰაიოს მდინარის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქებში ჩაიძირა მანქანები. მათ შორის, ტრიადელფიასა და ველი გროუვში.

დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორმა, პატრიკ მორისმა კვირას ღამით განაცხადა, რომ ისინი 3 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. მისი თქმით, შესაძლოა ძლიერი წვიმა და წყალდიდობა განმეორდეს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). წყალდიდობამ 5 ადამიანი იმსხვერპლა – სტიქია ვირჯინიაში. 16 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/წყალდიდობამ-5-ადამიანი-იმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi