სურსათის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითსურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდო წყლით – „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ.

ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სურსათის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 4 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სურსათის-სააგენტო-სპეცია/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi