რატი იონათამიშვილი: პარიზის 2024-ის წინ, პარალიმპიელების ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოსთვის პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის მხარდაჭერას, არამედ, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი მექანიზმი და ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტზე (CESCR) სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.

„პარალიმპიური მოძრაობის ბიუჯეტი 2012 წელს 27,000 ლარი იყო, დღეს კი 4.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რასაც ასევე ემატება ძლიერი სოციალური გარანტიები და ჯილდოები პარაათლეტებისთვის. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პარიზის 2024-ის წინ, პარალიმპიელების ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს.

ბოლოს, მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივესალმო ქართველ პარასპორტსმენებს ზამთრის პარალიმპიური თამაშების წინ, რომელთა მიღწევები შთამაგონებელია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც მათი, ასევე სხვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). რატი იონათამიშვილი: პარიზის 2024-ის წინ, პარალიმპიელების ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს. 12 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რატი-იონათამიშვილი-პარი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi