თეთრი სახლი – ილონ მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მსახურობს, როგორც მთავრობის სპეციალური თანამშრომელი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ილონ მასკი მთავრობის სპეციალური თანამშრომლის სტატუსით მსახურობს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ილონ მასკი ოფიციალურად მსახურობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, როგორც “მთავრობის სპეციალური თანამშრომელი“.

როგორც „სიენენი“ წერს, ეს სტატუსი ნიშნავს, რომ ილონ მასკი არ არის მოხალისე, მაგრამ არც სრულ განაკვეთზე მომუშავე ფედერალური თანამშრომელია.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, „მთავრობის განსაკუთრებული თანამშრომელი არის ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს ან, სავარაუდოდ, იმუშავებს მთავრობისთვის 365-დღიან პერიოდში 130 დღე ან ნაკლები“.

- Advertisement -
Ad imageAd image

„სიენენის“ წყაროს ინფორმაციით, მასკი ამ სამსახურისთვის ანაზღაურებას არ იღებს.

მედიის ცნობით, ეს თანამდებობა ასევე ავალდებულებს მასკს, დაემორჩილოს მთავრობის ეთიკის ბევრ სტანდარტს, თუმცა არა – ყველას. ჯერჯერობით უცნობია, მოითხოვს თუ არა მასკის სტატუსი მისგან საჯარო ფინანსური დეკლარაციის წარდგენას.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თეთრი სახლი – ილონ მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მსახურობს, როგორც მთავრობის სპეციალური თანამშრომელი. 4 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თეთრი-სახლი-ილონ-მასკი-დო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi